არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ექსპრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობაზე გადაწყვეტილება, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს მიღმა, დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული და მას უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

"მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch);
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • კავშირი საფარი;
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • მწვანე ალტერნატივა.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.