2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 39 926 ადამიანით შემცირდა — საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 39 926 ადამიანით შემცირდა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ერთი წლის წინ — 3 728 573 ადამიანი. შესაბამისად, ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობა 1,1%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966). ბენებრივი მატება დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობას, ხოლო მიგრაციული სალდო ემიგრანტებისა და იმიგრანტებს შორის სხვაობას აღნიშნავს.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59,7% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისში მცხოვრები ადამიანების რიცხვი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების მიხედვით:
- თბილისი — 1,2 მილიონი ადამიანი;
- იმერეთი — 466,6 ათასი ადამიანი;
- ქვემო ქართლი — 434,5 ათასი ადამიანი;
- აჭარის ა.რ — 355,5 ათასი ადამიანი;
- კახეთი — 304,9 ათასი ადამიანი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 301,2 ათასი ადამიანი;
- შიდა ქართლი — 250,5 ათასი ადამიანი;
- სამცხე-ჯავახეთი — 148,3 ათასი ადამიანი;
- გურია — 105,3 ათასი ადამიანი;
- მცხეთა-მთიანეთი — 92,4 ათასი ადამიანი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27,6 ათასი ადამიანი.
მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% ქალი იყო. საქსტატის ანგარიშში წერია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც, უწყების ინფორმაციით, გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 ერთეულით შემცირდა და 71,4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის — 67,5 წელი, ხოლო ქალებისათვის — 75,4 წელი.
2021 წელს ემიგრანტების რიცხვმა 99 974-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 34,6%-ით არის გაზრდილი. იმიგრანტების რაოდენობა კი 17,8%-ით გაიზარდა და 74 008 ადამიანი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82,5% და ემიგრანტების 88,6% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები