ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია — პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ისეთი ოლიგარქი, როგორიც, მისი თქმით, ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია — ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან", — ამბობს ის. [ამერიკის ხმის თარგმანი]
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, უპირისპირდება დემოკრატიული საზოგადოების პოზიციას. აცხადებს, რომ საქართველო უცნაურად უყურებს ომს და არ იკავებს მკაფიო პოზიციას.
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და არა ხალხი პოზიცია, რა თქმა უნდა, სრულიად უპირისპირდება დემოკრატიული საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს", — თქვა პოდოლიაკმა. [ამერიკის ხმის თარგმანი]
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე, რაზეც პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ როდესაც სანქციების გვერდის ასავლელად საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის საუბრიდან უკვე კონკრეტულ, იურიდიულ, ჩრდილოვან ურთიერთობებში გადავა, აუცილებლად გამოაქვეყნებენ მტკიცებულებებს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან. იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორეა უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები — მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს შეიძლება, მოწყობილი იყოს ისე, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს, არამედ ნებისმიერი შუამავლის წყალობით მოხდეს", — აცხადება ის.
28 აპრილს პოდოლიაკი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევას გამოეხმაურა და დაწერა, რომ "დეოლიგარქიზაცია" ყველა პრორუს ოლიგარქს ელის.
25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში, რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები