თიბისი კონცეპტი წიგნის კლუბის ახალ სერიას გთავაზობთ
თიბისი კონცეპტი "წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში" შეხვედრების ახალი სერიით ბრუნდება. სესიები შედგება თემაზე — "ქალთა იდენტობა ლიტერატურაში". კლუბი უმასპინძლებს არაერთ საინტერესო სპიკერს. შეხვედრების განმავლობაში სტუმრები ისაუბრებენ ლიტერატურაზე და მიმოიხილავენ გამორჩეულ ავტორებსა და პერსონაჟებს. შეხვედრების სერია 7 მაისს იწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
წიგნის კლუბს მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა მასპინძლობს. კლუბის მიზანი მკითხველებისათვის როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი და საყვარელი წიგნების აღმოჩენა, ცნობილი ნაწარმოებების ერთიანი კონტექსტის გაანალიზება და ავტორებისა და მათი პერსონაჟების ახლოს გაცნობაა.
შეხვედრების სერია ამ ეტაპზე მოიცავს 3 კურატორსა და 6 შეხვედრას:
7 მაისი, 14:00 — ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს
წიგნის კლუბის სტუმრები, მოგვიყვებიან რეპრესირებული ქალი მწერლების ისტორიას საბჭოთა პერიოდში, განიხილავენ წარსულში მიღებულ გამოცდილებასა და მასთან გამკლავების გზებს, ისაუბრებენ 100 წლის წინანდელ საფრთხეებზე დღევანდელი მოვლენების კონტექსტში.
11 მაისი, 19:00 — ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე
ღონისძიების სტუმრები ისაუბრებენ ქალის თვალით დანახულ საბჭოთა ოკუპაციასა და ომზე. იმაზე, თუ როგორ ცვლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადამიანების ბედსა და მათ მომავალს, ხოლო მეორეს მხრივ, რა გავლენას ახდენს ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისტორიის მიმდინარეობაზე.
14 მაისი, 14:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და რახელ გრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა
ღონისძების სტუმრები ისაუბრებენ იმ ცამეტ ქალ ავტორზე, რომლებმაც ქართული ამბები გაუზიარეს გერმანულენოვან მკითხველს და არამარტო.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 10 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
18 მაისი, 19:00 — ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით მაჭავარიანი: გრაფიკული რომანის მზეთუნახავები
შეხვედრაზე საუბარი იქნება, ქალი პერსონაჟების სახეებზე "ვეფხისტყაოსნიდან". ქალებზე, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს. დავით მაჭავარიანი მოგვიყვება ნესტან- დარეჯანსა და თინათინზე. იმ პერსონაჟებზე, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო, მათ ხასიათსა და ნამუშევრად ქცევაზე.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 10 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
21 მაისი, 14:00 სთ — გურამ ღონღაძე და ნინო კასრაძე: ქართველი ქალი პოეტების იდენტობა
წიგნის კლუბის სტუმრები, მიმოიხილავენ პოეზიის დანიშნულებასა და მისი გახალისების მნიშვნელობას. ისაუბრებენ ქალი ავტორების წვლილზე ქართულ პოეზიაში. შეეხებიან ისეთ ავტორებს როგორებიც არიან: ესმა ონიანი, ელენე დარიანი, ანა კალანდაძე და სხვა.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 17 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
25 მაისი, 19:00 - გურამ ღონღაძე და მარიამ გურგენიშვილი: ქალი ავტორები საყმაწვილო პროზაში
შეხვედრის სტუმრები ისაუბრებენ, ქალების როლზე საყმაწვილო ლიტერატურაში. განიხილავენ მწერლების თხრობის სტილს და მათ გავლენას მკითხველზე.
შეხვედრაზე რეგისტრაცია 17 მაისს, 15:00-ზე გაიხსნება
თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობა. წიგნის კლუბის, 2022 წლის, მაისის სესიის შეხვედრები სწორედ ამ თემასა და ინტერესს ეყრდნობა. თიბისი არაერთ პროექტს ახორციელებს ქალთა როლის წარმოსაჩენად.
წიგნის კლუბის შეხვედრების წინა სერია თიბისი კონცეპტის და საბას თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ ხელოვანებსა და ლიტერატორებთან ერთად.
შეხვედრაზე დასწრება ყველა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი, წინასწარი რეგისტრაციით საიტზე www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
კომენტარები