სოციალური ქსელები სავსეა სამოტივაციო ფრაზებით, ვიდოებითა თუ პოდკასტებით — ცნობილი თუ უცნობი ადამიანები გვასწავლიან, რომ არ უნდა დავნებდეთ, ჩვენი ოცნებებისთვის თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ და წარმატებასაც აუცილებლად მივაღწევთ.

მართალია, მოტივაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან წარუმატებლობის დროს ცუდ ხასიათზე ყოფნა, საკუთარ თავზე ხუმრობა და მწარე თუ ირონიული ფრაზების სროლაც ბუნებრივი და ნორმალურია.

თუ ახლა სწორედ ასეთ ხასიათზე ხარ, 10 სამოტივაციო ფრაზის ნაცვლად 10 მწარე სიმართლეს მოგახლით:

1. "ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. ხანდახან მიზეზი ისაა, რომ შტერი ხარ და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებ"

ფოტო: Giphy

2. "მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი მიგიღეთ, როგორიც ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ შენს გამოსწორებას არ ველით"

ფოტო: Giphy

3. "თუ ცხოვრებამ დღეს ვერ გაგტეხა, ნუ ღელავ — ამას ხვალაც შეეცდება"

ფოტო: Giphy

4. "თუ რაიმე ახალს არასდროს ცდი, ცხოვრების უდიდეს იმედგაცრუებებს გადაურჩები"

ფოტო: Giphy

5. "თუ პირველად არ გამოგივიდა, კიდევ სცადე, შემდეგ შეეშვი — არაა საჭირო, შტერივით მოიქცე"

ფოტო: Giphy

6. "დღევანდელი დღე შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა. გუშინდელი დღეც პირველი იყო, თუმცა, მაგისგან რა გამოვიდა, შენც ხედავ"

ფოტო: Giphy

7. "იუთუბზე ყოველთვისაა ვიღაც, ვისაც საქმე შენზე უკეთ გამოსდის"

ფოტო: Giphy

8. "შენს წარუმატებლობაზე ყველაზე მეტად ის მეტყველებს, რომ გამარჯვების შესახებ პოსტერი გაქვს"

ფოტო: Giphy

9. "ყველაფერი გაკვეთილი არაა. ხანდახან უბრალოდ მარცხდები"

ფოტო: Giphy

10. "ცხოვრება ვერ დაგენგრევა, თუ ის აწყობილი არასდროს გქონია"

ფოტო: Giphy