ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეული იწყება
ფოტოკონკურსი ქოლგა 2022-ის წარმდგენია თიბისი. თიბისისა და ქოლგა თბილისი ფოტოს თანამშრომლობა უკვე 18 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს ქოლგას ღონისძიებებს. ფოტო კვირეული 6 მაისს გაიხსნება. პროგრამიდან ორ გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს და საგანმანათლებლო მიმართულებას (ვორქშოპები, სემინარები, პორტფოლიოს განხილვები).
ქოლგა თბილისის ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება 6 მაისს 20:00 საათზე, დოდო აბაშიძის #10-ში, არტარეაში. ცერემონიის მუსიკალური მასპინძელი იქნება ჯგუფი Pitter J. ფოტო კვირეული მოიცავს როგორც გამოფენებს, ასევე დაჯილდოებას 5 ნომინაციაში:
• დოკუმენტური სერია;
• რეპორტაჟი;
• კონცეპტუალური ფოტო პროექტი;
• ერთი კადრი;
• მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი.
7 მაისს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, მარჯანიშვილის #7-ში გაიხსნება ვახო ხეთაგურის გამოფენა — "მთის მიღმა“. 10 მაისს თიბისი კონცეპტის მეორე სართულის სივრცეს დაიკავებს სანდრო სულაბერიძის ნამუშევრების გამოფენა — "გარე თვალით დამკვირვებელი". ექსპოზიცია ავტორის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.
ქოლგა თბილისი ფოტო ორი წლის მანძილზე, კოვიდ პანდემიის ფონზე შექმნილი სიტუაციის გამო, ვირტუალურად ტარდებოდა. წელს ფესტივალი უბრუნდება ცოცხალ რეჟიმს, რაც კიდევ უფრო სახალისოსა და აქტიურს ხდის ღონისძიებას.
ფოტოკონკურსი ქოლგა 2022-ის მონაწილეები წარმოადგენენ ნამუშევრებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე: "Слава Украини" — ჯგუფური გამოფენა; "მთების სიმაღლიდან" — დევი თარხნიშვილის არქივი; "მთის მიღმა" — ვახო ხეთაგური; "გარე თვალით დამკვირვებელი" — სანდრო სულაბერიძე; "სხვა საბჭოთა ადამიანი" — გურამ თიკანაძე და სხვა.
წელს თიბისის არსებობის მესამე ათწლეული უსრულდება. თიბისი 30-ის ფარგლებში მრავალი ღონისძიება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც თიბისი გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას. ქოლგა თბილისი ფოტო ერთ-ერთი მათგანი და პრიორიტეტული ღონისძიებაა. გამოფენა სტუმრებს დაუტოვებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებებს.
"ქოლგას და თიბისის 18 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პარტნიორობით უამრავ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, განავითაროს და წარმოაჩინოს საკუთარი ხედვა და ფოტოგრაფიის ენით ესაუბროს ათიათასობით ადამიანს აქტუალურ თემებზე. საქართველო ქოლგას არსებობით ნამდვილად გახდა თანამედროვე ფოტოგრაფიის ისტორიის ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყველაზე აქტუალურ ამბებს უყვება მნახველს. თიბისისთვის დიდი პატივია ამ ფესტივალის მეგობრად ყოფნა უკვე მეორე ათწლეულის განმავლობაში", — ნინო ეგაძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი.
თიბისისა და ქოლგა თბილისი ფოტოს თანამშრომლობის ისტორია 2004 წლიდან იწყება და მოგვითხრობს წარმატებული პარტნიორობისა და ღირებული ღონისძიებების შესახებ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურული განვითარება და შესაბამისად, ხელოვნების აღმასვლის ხელშეწყობა. "ქოლგა თბილისი ფოტო" პროექტის მხარდაჭერა, სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება.
ფოტკონკურსი ქოლგა 2022-ის სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდზე: https://kolga.ge/exhibitions
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები