კახიძე NDI-ის კვლევას ნდობას უცხადებს: ენმ მარტივი კალკულაციით გაიმარჯვებს
NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნებას - 17, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 13% მისცემდა ხმას.
ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეულის ერთ-ერთი წევრი ოთო კახიძე On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს ენდობა, თუმცა ის სრულ სურათს არ აჩვენებს. არჩევნებში კი ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, რადგან ის ერთადერთი პარტიაა, რომელიც შეძლებს ხელისუფლების შეცვლას და ქვეყანას სტაგნაციიდან გამოიყვანს.
"NDI-ის კვლევის ამ და სხვა ნაწილს ვენდობი, რადგან ეს არის ავტორიტეტული ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევა. სოციოლოგიასაც ვაღიარებ, როგორც მეცნიერებას".
On.ge-ს კითხვაზე, თუ როგორ შეეცდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოზიდვას, რომელიც 57%-ს შეადგენს, კახიძემ უპასუხა, რომ პარტიას აქვს დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან:
"ეს კვლევაშიც ჩანს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. გაზრდილია სიღარიბე და უმუშევრობის მაჩვენებელი, ნაციონალური მოძრაობის პროგრამა და გეგმა კი არის პასუხი ყველა აღნიშნულ პრობლემაზე".
კახიძე მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას არც გეგმა აქვს და არც გზავნილი მოსახლეობისკენ, რას გააკეთებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში:
"ისინი ცინიკურად იმეორებენ, რომ ყველა დაპირება შეასრულეს და ყველაფერი კარგადაა. მათი შეცვლის ერთადერთი ალტერნატივა ამ არჩევნებში არის ნაციონალური მოძრაობა და ეს კვლევაშიც კარგად ჩანს".
ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევის შედეგების ცვლილება არჩევნებზე ბუნებრივია, რადგან ამომრჩევლის 57%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას და კვლევაში თავისი არჩევანი არ დაუფიქსირებია:
"ჩვენი მოლოდინები ცალსახაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობით მოვა. ესაა მარტივი კალკულაციის შედეგი. ის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებს მოიგებს უმრავლეს ოლქებში".
კახიძე მიიჩნევს, რომ რადგან კვლევა არ აჩვენებს, ვისი მომხრე შეიძლება იყოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან ის, ვისაც კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, საზოგადოება სრულ სურათს არჩევნების შემდეგ მიიღებს:
"ჩემი აზრით, ხელისუფლების რესურსი არის მხოლოდ ის 25-27 პროცენტი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და რომლებიც ამბობენ, რომ არასდროს მისცემენ ხმას ნაციონალურ მოძრაობას".
კახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია და მოქალაქეებამდე საკუთარი პროგრამა როგორც მაჟორიტარების, ისე ყველა "ხელთარსებული საშუალებით" მიაქვთ.
NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.
კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები