Uber-ის შემოსავლები 136%-ით გაიზარდა — იმატებს მისი აქციების ფასიც
ოთხშაბათს Uber-მა შემოსავლების ზრდის შესახებ განაცხადა. თუმცა, იმავდროულად, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ პირველ კვარტალში 5,9 მილიარდის ზარალის განიცადა.
შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპანიის აქციების ღირებულებაზეც აისახა და 4%-იანი ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ Uber-ის შემოსავლები პირველ კვარტალში წლიურად 136%-ით არის გაზრდილი.
ასეთია Uber-ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები პირველი კვარტლის მიხედვით:
- ზარალი ერთ აქციაზე — 18 ცენტი, მოსალოდნელი 24 ცენტის ნაცვლად;
- შემოსავალი — 6,85 მილიარდი დოლარი, მოსალოდნელი $6,13 მილიარდის ნაცვლად;
რაც შეეხება პროგნოზებს, კომპანია ელოდება, რომ მეორე კვარტალში ჯავშნების საერთო ღირებულება $28,5-დან $29,5 მილიარდამდე იქნება. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აპრილში ჯავშნების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა.
პირველ კვარტალში კომპანიის $5,9 მილიარდიანი ზარალი აზიურ კომპანიებში, Grab-სა და Aurora-ში ინვესტიციების განხორცილებამ გამოიწვია.
Uber-ის ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის ფინანსური მაჩვენებლები პირველი კვარტლის მიხედვით:
- საავტომობილო (მთლიანი ჯავშნები) — $10,7 მილიარდი, წლიურად გაზრდილია 58%-ით;
- მიტანის სერვისი (მთლიანი ჯავშნები) — 13,9 მილიარდი, წლიურად გაზრდილია 12%-ით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ძირითადად კონცენტრირებულია მიტანის სეგმენტზე, თუმცა პირველ კვარტალში საავტომობილო გამოძახებიდან შემოსავლებმა $2,52 მილიარდის შემოსავალი მოიტანა, ხოლო მიტანის სერვისმა — $2,51 მილიარდის.
Uber-მა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში 1,71 მილიარდი მგზავრობა შეასრულა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა კი 115 მილიონს მიაღწია, რაც 17%-ით არის გაზრდილი წლიურად. კომპანიაში ამბობენ, რომ მძღოლებისა და კურიერების ჯამურმა შემოსავალმა 9 მილიარდი შეადგინა, რაც ოდნავ შემცირებულია გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები