თიბისისა და კომპანია ფერის პარტნიორობის ფარგლებში, ხობი 2 ჰესის გვირაბის გაყვანა დასრულდა
თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხობი 2 ჰესის 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია ფერი უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, ფერისთან ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: კავკასუს როად პროჯექტ, მეიდანი და ჯი დი ენერჯი.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 28 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ხობი 2 ჰესის სიმძლავრე — 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
"კომპანია ფერი 3 ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანასთან ერთად გავიარეთ ზრდისა და განვითარების გზა. დღეს ჩვენი პორტფელი, ისეთი ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც თიბისია, ათეულობიით პროექტს აერთიანებს როგორც ენერგეტიკის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განვითარების პროცესში, ჩვენი მიზნები და სურვილები მუდმივად უცვლელი იყო. ერთ-ერთი ასეთი მიზანია ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე და მაქსიმალურად ავითვისოთ საკუთარი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. ფერის ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს. ამასთან ერთად, ჩვენს პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი, რომელთა რიცხვშია ხობი 2 ჰესის მიმდინარე პროექტიც. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ვგემგმავთ, რომ ჰიდრო რესურსის დახმარებით — 250, ქარის რესურსით — 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატი გამოვიმუშაოთ", — ლაშა იორდანიშვილი, ფერის აღმასრულებელი დირექტორი.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება. ამისათვის, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი, რაც საქართველოში უხვად მოგვეპოვება. აღნიშნული რესურსის ათვისებას კომპანია ფერი წარმატებით უზრუნველყოფს, რომლის პარტნიორიც, დაფუძნების დღიდან თიბისია. თიბისის მიერ ფერისთვის დღემდე გაცემული დაფინანსება ჯამში 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ხობი 2 ჰესის მიმდინარე პროექტთან ერთად, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალი ჰესი. ასევე, 5 ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უკვე ოპერირებს და რომლის ჯამური სიმძლავრე 37,2 მეგავატია", – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ჯამში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 200 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ბანკის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW 30 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული. შედეგად, თიბისის ბაზრის წილი ენერგეტიკის სექტორში 80%-ია.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები