ზურაბ ჯაფარიძე: NDI-ის კვლევის შედეგები ჩვენთვის ხელსაყრელია
NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილი ამომრჩევლის მინიმალური რაოდენობა ასახელებს თავს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის მხარდამჭერად, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნდობას უცხადებს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კვლევაში მთავარი ის ტენდენციებია, რომელიც არსებულ, ძველ პოლიტიკურ ძალებს გირჩთან შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
"NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, აშკარაა, რომ დღევანდელი სახელისუფლებო და წინა სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი გაყინულია და წინ არ მიდის. ჩანს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს ის რაც ხდება, ამიტომ გვაქვს გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი [NDI: გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებში] ელოდება სიახლეს და მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ეკონომიკური საკითხები".
გირჩის ლიდერის თქმით, პარტია 1 კვირაში აქტიურ პოლიტიკურ კამპანიასა და მოსახლეობასთან შეხვედერებს დაიწყებს:
"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სიახლეს და კომპეტენციას ეკონომიკაში, სწორედ ესაა მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა".
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გირჩის მთავარი მიზანია 2 თვის განმავლობაში რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მოასწროს პარტიამ თავისი გზავნილების მიტანა. ის მიიჩნევს, რომ გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ქვეყნის სწრაფი წინსვლა შეუძლია.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი გაყინულია, რაც ხელსაყრელია გირჩისთვის:
"ათას რაღაცას აკეთებენ, თუმცა ამომრჩეველს დაკარგული აქვს მათი ნდობა. NDI-ის კვლევებში მოცემული მაჩვენებელი არასახარბიელოა არსებული, ძველი პოლიტიკური ძალებისთვის და ხელსაყრელია ახალი პოლიტიკური პარტიისთვის, როგორიც ვართ ჩვენ".
NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.
კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები