ცენტრი ემპათია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს
ცენტრი ემპათია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს. ისინი აღნიშნავენ, რომ დასკვნა შემუშავებულია შეზღუდული სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობების პირობებში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე, გორის ჰისპიტალში ყველა ეტაპზე სააკაშვილის მიმართ არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფიზიკური ზემოქმედებები მიმდინარეობდა.
მათი თქმით, სახეზეა სეიროლეფსიური სინდრომი. ამასთან, ექსპრეზიდენტს აღენიშნება ვერნიკე ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს. ასევე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა, რაც ასევე, შერეულ შფოთვით-დეპრესიულ ეპიზოდებს მოიცავს. გარდა ამისა, რეფლუქს ეზოფაგიტი, მწვავე გასტრიტი, დუოდენიტი, სიმპტომური ანორექსია.
ემპათიაში ვარაუდობენ, რომ დიაგნოზები გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასა და შემდგომში ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთანაა კავშირში. ასევე, მიიჩნევენ, რომ შიმშილობის გახანგრძლივება ტრამვულ-სტრესული გარემოს ზემოქმედებამ გამოიწვია.
"ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. ამავდროულად, საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო-ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო-ფიზიკური განლევადობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო-ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა", — აღნიშნავენ ისინი.
მათი განცხადებით, სააკაშვილი 9 სახის მედიკამენტს ან დანამატს ღებულობს და განმარტავენ, პრეპარატების ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმი, შესაძლოა, მის მდგომარეობას ამძიმებდეს.
"პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია. ამასთანავე, კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეფალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა-დიაგნოსტიკა. შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა. არასწორად წარმართულმა refeeding პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეპსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი", — ნათქვამია დასკვნაში.
ცენტრში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი ინტენსიურ თერაპიასა და დამატებით დიაგნოსტიკას საჭიროებს. ასევე, აუცილებელია ნეირო-ფსიქოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილი გამოკვლევა. ამასთან, მიუთითებენ, რომ ის სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში.
"შესაბამისი ზომების არმიღების შემთხვევაში მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება — კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ) ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი-ორგანული უკმარისობა ფსიქო–ფიზიკური განლევადობა, კახექსია ლეტალური გამოსავალი", — აღნიშნავენ ისინი.
27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.
28 აპრილს ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსა.
ექიმ დეპუტატებს მონახულების მოწოდებით სააკაშვილმა გუშინ, 4 მაისს მიმართა. ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთან არანაირ პოლიტიკურ დისკუსიას არ გამართავს და მხოლოდ სიმპტომებზე ესაუბრება. პასუხად, 5 მაისს ხუნდაძემ თქვა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და განაცხადა, რომ მან ჯანმრთელობა არა ვინმეს "უყურადღებობით ან უდიერი მოპყრობით", არამედ "საკუთარი სურვილით" გაუარესა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები