8 მაისს დასავლური სამყარო ევროპაში ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავზე ევროპაში, კერძოდ კი უკრაინაში, კვლავ ომია. ამ ომში აგრესორი თანამედროვე რუსეთია, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში გერმანული ნაციზმის მოკავშირის — საბჭოთა რუსეთის მემკვიდრე.
ათწლეულების მანძილზე, ნაცისტურ რეჟიმთან ალიანსის დამალვის, მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვებისაგან განცალკევებისა და მისი ცალმხრივად მისაკუთრებისათვის, საბჭოთა რეჟიმი გამარჯვების დღედ 9 მაისს ამკვიდრებდა. ამასთანავე, მსოფლიო ომს "სამამულო ომის" ცნებას უპირისპირებდა და მას 1941-1945 წლებში ნაცისტურ (საბჭოური ტერმინოლოგიით — ფაშისტურ) გერმანიასა და სსრკ-ს შორის ომად წარმოადგენდა.
1960-იანი წლებიდან, "უძრაობის ხანაში", როდესაც ომის კატასტროფული შედეგების (საბჭოთა კავშირის მეომართა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები ყველა დანარჩენი მხარის დანაკარგების ჯამს აღემატებოდა) ტრავმა შედარებით შესუსტდა, საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ "ომში გამარჯვება" ახალი თაობებისათვის შესათავაზებელ მთავარ მითად გადააქცია. კინოინდუსტრია, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, და პროპაგანდის სხვა პირდაპირი არხები, ხალხს უმყარებდა წარმოდგენას, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ შეძლო კოლექტიური "ბოროტი დასავლეთის" დამარცხება ფაშისტური გერმანიის სახით და რომ ამგვარი საფრთხის წინაშე "სამშობლო" კვლავ დადგებოდა.
პუტინის რუსეთი კარგად იყენებდა და დღემდე იყენებს "სამამულო ომის" მითოლოგიას და მას რუსული რბილი ძალისა და დეზინფორმაციის კამპანიის ინსტრუმენტად აქცევს. ის კვლავინდებურად ცდილობს გააღვივოს საბჭოთა ხალხების ერთიანობის სენტიმენტი, ექსკლუზიურად საბჭოეთს და რუსეთს მიაწეროს ნაციზმზე გამარჯვება. ასევე, თანამედროვე რუსეთი ცდილობს სრულიად გამორიცხოს ომის გაჩაღებაში საბჭოთა კავშირის თანამონაწილეობის და მისი ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები ომის დროს და ომის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
დღეს, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე უკვე ღიად ორიენტირებული პუტინის რუსეთი, აგრესიული რიტორიკით, შიდა და საერთაშორისო პროპაგანდით, დეზინფორმაციის კამპანიითა და სამხედრო დანაშაულებით, აჩვენებს მის კავშირს საბჭოურ ტოტალიტარიზმთან და თვით მტრის ხატთან — ნაცისტურ გერმანიასთან; პუტინის რუსეთი, ტრადიციულად — 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღის საჯაროდ და პომპეზურად აღნიშვნას გეგმავს.
საქართველო, საბჭოური ინერციით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ყოფილი მეტროპოლიის ნების შესაბამისად, დღემდე 9 მაისს აღნიშნავს. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 9 მაისის რუსეთთან ერთად აღნიშვნა, დასავლეთისაგან განცალკევებით, სრულიად მიუღებელია. დადგა მკაფიო არჩევანის დაფიქსირების მომენტი — ვდგებით დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომელთა გაერთიანებამაც დაამარცხა ნაციზმი, თუ ვრჩებით ორივე ბოროტების — ნაციზმისა და საბჭოური რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრე, პუტინის რუსეთის სამყაროში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები