ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ოკუპაციის შემდგომ, ისეთი შეურაცხყოფა არ ახსენდება, როგორიც უკრაინის მთავრობისგან მიადგათ. ასე პასუხობს ის ფორმულას ჟურნალისტს კითხვაზე: "თუ გახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა ქართული ოცნების დეპუტატებმა, "ვიგინდარა", "სამარცხვინო", ან რამე მსგავსი პუტინის მისამართის გამოიყენეს?".

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება", — განაცხადა მან.

უკრაინაში ხშირად აკრიტიკებენ პარტნიორი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებს და ხაზს უსვამენ, რომ გულდასაწყვეტია. პასუხად ქართული ოცნება უკრაინის სამთავრობო გუნდს უტევს და მას ნაციონალური მოძრაობასთან კავშირს აბრალებს.

ამავე თემაზე:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში