მოსამართლეები პაპუაშვილს პოლიტიკური საქმეების ფორსირებულად განხილვაში ადანაშაულებენ
სააგენტო პრაიმტაიმი წერილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლე სასამართლოს თავჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს მიმართავს და განმარტავს, რომ ის ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს პრიორიტეტს ანიჭებს, რომლებიც შესაბამისად ფორსირებულ რეჟიმში განიხილება, რიგითი საქმეები კი გაურკვეველი დროით გადაიდება ხოლმე. ასეთ საქმეებად მოსამართლეები ასეხელებენ გიგი უგულავას, რუსთავი 2-ის, ე.წ. კაბელებისა და სხვა ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს.
On.ge დაუკავშირდა წერილის ერთ-ერთ ავტორს, მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მართლაც აწერს ხელს.
აღნიშნული 5 მოსამართლის თქმით, დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი:
"ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, მათზე წინსწრებით ხდება თქვენი მხრიდან რიგი საქმეების გამორჩევა და მათი დაჩქარებული განხილვის რეჟიმში გადაყვანა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს არაერთი საქმე, რომლის განხილვაც გაცილებით ადრეა დაწყებული, ხოლო ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით მოსამართლეებისათვის გადაწყვეტილების პროექტებიც კი არის დარიგებული".
წერილში მოსამართლეები აკონკრეტებენ იმ საქმეებს, რომელთაც ფორსირებული წესით განხილვა ხდება: რუსთავი 2-ის სარჩელი, ტელეკომპანია საქართველოს სარჩელი, გიგი უგულავას საქმის სარჩელი, ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულების საქმეების სარჩელები:
"ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება ტენდენცია, რომ ე.წ. პოლიტიკური ნიშნის შემცველ მითითებულ საქმეებზე როგორც მოხდა მათი უპროცენტოდ სწრაფი განხილვა, ასევე მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მათზე გადაწყვეტილების მიღების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებულ, დაჩქარებულ რეჟიმში მოქცევა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია".
მოსამართლეები (ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა) პაპუაშვილს შემდეგს სთხოვენ:
- საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან.
- უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა.
- მსგავსად კოლეგიისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული(არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით.
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 21 ივლისის განცხადების შემდეგ(რომელშიც მან ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნეს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები