10 შემთხვევა, როცა რიანამ გვიჩვენა, რომ ორსულობისას შეგიძლია ის ჩაიცვა, რაც გინდა
საუკუნეების განმავლობაში ქალები ორსულობას ჯერ დახურულ კარს მიღმა, მოგვიანებით კი ტანსაცმელში მალავდნენ. ხშირად ორსულებისთვის შექმნილი ტანსაცმლის ხაზის დანიშნულება მხოლოდ კომფორტული სამოსი კი არა, მუცლის დამალვა და ორსულებისთვის "შესაფერისი" და მოკრძალებული სტილის შერჩევაა. ქალები უარს ამბობენ მოკლე მაისურებზე, დაბალწელიან შარვლებზე ან ისეთ სამოსზე, რომელიც ორსულობამდე ეცვათ — არა იმიტომ, რომ აღარ მოსწონთ ან მათთვის არაკომფორტულია, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია.
მსგავსი განწყობის ფონზე მუსიკოსმა და სტილის სიმბოლოდ არაერთხელ აღიარებულმა რიანამ მსოფლიოს შეატყობინა, რომ შვილს ელოდებოდა. ქუჩაში პარტნიორთან ერთად გასულ რიანას ჯინსის შარვალი ეცვა და ვარდისფერ ქურთუკში სამკაულებით მორთული შიშველი მუცელი უჩანდა.
ექსტრავაგანტული სტილით გამორჩეულ რიანას ჩაცმულობა ორსულობის გამო არ შეუცვლია და მუცელს ყველა ღონისძიებაზე თუ უბრალოდ გარეთ გასვლისას თამამად აჩენდა. გამოცემა ვოგთან საუბრისას მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ამაყობს საკუთარი სხეულითა და მუცლით, რომლითაც შვილს ატარებს და იმედი აქვს, მსგავსი ჩაცმულობით შეცვლის საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, თუ რისი ჩაცმა "შეეფერება" ორსულ ქალს:
"იმედი მაქვს, ხელახლა განვსაზღვრავთ იმას, თუ რისი ჩაცმა 'შეეფერებათ' ორსულ ქალებს. ჩემი სხეული საოცარ რაღაცებს აკეთებს და მისი არ შემრცხვება. ეს საზეიმო დროა. რატომ უნდა დავმალო, რომ ორსულად ვარ?" — განაცხადა რიანამ.
რიანას განცხადებამ და სტილმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღფრთოვანება გამოიწვია. უამრავმა ადამიანმა რიანა გამბედაობისა და სხვა ქალებისთვის მაგალითის მიცემისთვის შეაქო.
"ის წარმოდგენას გვიცვლის იმის შესახებ, თუ როგორი გარდერობი უნდა ჰქონდეს ორსულს. აქამდე მოკლე მაისურები, დაბალწელიანი ჯინსები და გამჭვირვალე ქსოვილი ორსულობის დროს არ ეცვათ", — ამბობს ორსულობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდის, Thebump.com-ის წარმომადგენელი.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 შემთხვევას, როცა რიანამ დაგვიმტკიცა, რომ ორსულობისასაც შეგიძლია ჩაიცვა ის, რაც გინდა:
1. ასე შეატყობინა რიანამ A$AP Rocky-ისთან ერთად მსოფლიოს, რომ შვილს ელოდება
2. რიანა დიორის ჩვენებაზე
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
3. მუსიკოსი ნებისმიერ ღონისძიებაზე ერთ-ერთი საუკეთესოდ ჩაცმული ადამიანია
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
4. Fenty-ის ღონისძიებაზე რიანა ნამდვილი ბრილიანტივით კაშკაშებდა
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
5. რიანა სტილზე, რომელიც მოსწონს, უარს არ ამბობს
6. ის საყვარელ სამოსს ჩვეულებრივ ირგებს
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
7. მუსიკოსი გულშემატკივრებს საკუთარი ჩაცმულობით იმედს არასდროს უცრუებს
8. რიანამ ვოგისთვისაც იპოზიორა
ფოტო: Vogue
ფოტო: Vogue
9. ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოს პოდიუმზე მიეჩქარება
10. მუსიკოსი თამამად ანგრევს სტერეოტიპებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეცვას ორსულს
ამავე თემაზე:
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები