ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, რიგი აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, რაც ინდექსებზეც აისახა. Dow-ის ინდექსი 340-ზე მეტი პუნქტით შემცირდა, ხოლო S&P 500 მიმდინარე წლის მინიმუმს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, Dow Jones Industrial Average 1%-ით არის შემცირებული. S&P 500-მა 1,4%-იანი დანაკარგი აჩვენა, ხოლო Nasdaq Composite-მა 1,8% დაკარგა.

ამის ფონზე კი 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საორიენტაციო მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმზეა და 3%-ზე მაღალ განაკვეთზე ივაჭრება.

საპროცენტო განაკვეთების ზრდამ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა. ბოლო მონაცემებით, Meta 4,3%-ით, ხოლო Alphabet 1,7%-ით შემცირდა. Amazon-მა და Apple-მა 1%-ზე მეტით განიცადეს ვარდნა. Tesla დაეცა 3,3%-ით, ხოლო Nvidia 4,3%-ით.

აღსანიშნავია, რომ სხვა ფაქტორებს აშშ-სა და მსოფლიოში არსებული მაღალი ინფლაციაც ემატება, რაც რიგი კომპანიებისთვის დამატებით შეფერხებას იწვევს.

აშშ-ის ბაზარი აჩვენებს, რომ დანაკარგებს განიცდიან Nike, Home Depot, Caterpillar, Deere და სხვა კომპანიები. ამასთან, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1%-ზე მეტით შემცირდა Bank of America-ის აქციების ფასიც.

იმავდროულად, Dow-ის ინდექსში ყველაზე დიდი ვარდნა Boeing-მა განიცადა, რომელმაც აქციების ღირებულების 3,8% დაკარგა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ნავთობის ფიუჩერსები კლებას განაგრძობენ, ენერგოკომპანია Chevron-ის აქციების ფასი 37%-ით დაეცა.

რაც შეეხება გასული კვირის მაჩვენებლებს, Nasdaq Composite 1,54%-ით, S&P 500 — 0,21%-ით, ხოლო Dow 0.24%-ით შემცირდა. ეს Dow-თვის ზედიზედ მეექვსე წაგებული კვირა იყო, ხოლო დანარჩენი ორი ინდექსისთვის მეხუთე.

მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად უკავშირდება პოლიტიკურ სიტუაციასაც. ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, რაც გრძელდება.

ზოგიერთი ინვესტორი კრიზისებს შესაძლებლობად აქცევს და სწორედ იმ კომპანიების აქციებით ინტერესდება, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც ვარდნას განიცდიან. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ინვესტირებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარება და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა რეკომენდებული.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.