ჰარი პოტერი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წინააღმდეგ
#voldetrump - ეს ტერმინი სოციალურ მედიაში ახლახანს გაჩნდა და საკმაოდ სწრაფად იძენს პოპულარობას. სიტყვა ორი სახელის ნაზავია: ვოლდემორი - ჯოან როულინგის ბოროტი და კაცთმოძულე პერსონაჟი და დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ჰარი პოტერი და დონალდის სიკვდილის საჩუქრები? ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური გახდა.
რამ გააერთიანა ფენტეზის ჟანრის გმირები დონალდ ტრამპთან? იდეამ, რომ პოტერჰედებს აქვთ შანსი ტრამპს გამარჯვებაში ხელი შეუშალონ. მაშ ასე, იდეის ავტორები ეყრდობიან კვლევას და მიიჩნევენ რომ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის კითხვა ან ვორნერ ბრაზერსის ეკრანიზაციის ყურება იწვევს პროტესტის გრძნობას რესპუბლიკელების კანდიდატის იდეოლოგიის და პოლიტიკის მიმართ.
ტრამპის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა მუსლიმებისა და ლათინო-ამერიკელების მიმართ ჯადოსნური სამყაროს ბნელ ლორდ ვოლდემორთან იწვევს ასოციაციას, რომელიც შეპყრობილია მანიაკალური სურვილით სამყარო არაჯადოსნური წარმოშობის ადამიანებისგან გაწმინდოს, ვინაიდან ისინი უღირსებად მიაჩნია.
კვლევა პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური ფსიქოლოგის კვლევის პროფესორმა დიანა მუცმა ჩაატარა. მუცის აზრით ნაწარმოების იდეის გაგება მკითხველს განსხვავებულის აღქმისას უფრო ტოლერანტულს ხდის. მას მიაჩნია, რომ როულინგი ლიბერალურ ღირებულებებს ამკვიდრებს და მკითხველი ავტორიტარული იდეების მოწინააღმდეგე ხდება, პლუს ყოველი რომანი ზრდის წინააღმდეგობას ისეთი პოლიტიკური საკითხების მიმართ, როგორიცაა სიკვდილის დასჯა და წამება. საერთო ჯამში, ეს ჰარი პოტერს და დონალდ ტრამპს ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ europe.newsweek.com ავრცელებს.
კვლევის პროცესში, 2014 წელს, მუცმა 1142 ამერიკელი გამოკითხა და შეაფასა ჰარი პოტერის წაკითხვის შემდეგ მათი დამოკიდებულება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე მკვლელობის, წამების და ტერორიზმის მიმართ. 2016 წელს იგივე კვლევა გაიმეორა, მაგრამ ამჯერად რესპონდენტების ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიმართ დამოკიდებულებით დაინტერესდა.
მუცმა რესპონდენტებს ტრამპის შეფასება სთხოვა და მიღებული პასუხების შედეგებით დაასკვნა, რომ ჰარი პოტერის ყოველი წიგნის კითხვა ხელს უწყობს ტრამპის მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას.
"ჰარი პოტერის მკითხველებისთვის ძალიან რთულია არ შეამჩნიონ მსგავსება ვოლდემორსა და დონალდ ტრამპს შორის".
და მთავარი კითხვა: შეძლებს ჰარი პოტერი დონალდ ტრამპის დამარცხებას?
მუცის აზრით, პოტერჰედების საკმაოდ დიდი რაოდენობა როულინგის ღირებულებებს იზიარებს, რაც ამერიკელების მიერ დონალდ ტრამპის აღქმაზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს.
არის თუ არა ჰარი პოტერი იმდენად ღირებული, რომ გავლენა მოახდინოს ?
ამ კითხვის პასუხად ციფრების მოყვანაც საკმარისია. მსოფლიო მასშტაბით ჰარი პოტერის შვიდტომეულის 450 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნაწილი რამდენიმე წლის წინ გამოვიდა წიგნი დღემდე ლიტერატურულ ფენომენად რჩება. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ის ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტია. ვორნერ ბრაზერსის რვა ფილმმა ჰარი პოტერის შესახებ 7,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
როულინგის სამყაროში ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ისეთივე უწყვეტია, როგორც სამყაროს არსებობის ციკლი. შეძლებს თუ არა შვილისთვის ზღაპრად დაწერილი წიგნი მსოფლიო ისტორიაში ამხელა ცვლილების შეტანას ამას ნოემბრის არჩევნებზე ვნახავთ, მანამ კი საზოგადოებას საკმაო დრო აქვს გაეცნოს ჰარი პოტერს და თავად გამოიტანოს დასკვნები.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები