10 შემთხვევა, როცა ცნობილმა ადამიანებმა სხვა ვარსკვლავები თავიდან მოიშორეს
ცნობილი ადამიანების ცხოვრებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ უხერხული მომენტებიც არ გვრჩება ყურადღების მიღმა. ასეთ მომენტებს ხშირად სხვადასხვა შოუებსა და დაჯილდოების ცერემონიებზე ვაწყდებით, სადაც ვარსკვლავებს ერთმანეთთან ურთიერთობა უხდებათ. მაგალითად, როცა ერთმანეთს თვალშისაცემად იშორებენ — ხელის კვრით, ცივი მისალმებით, ან, უბრალოდ, იგნორით.
1. სოფი ტერნერმა კენდალ ჯენერს წვეულებაზე მიპატიჟებაზე უარით უპასუხა
ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას მსახიობმა გაიხსენა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავს და მოდელს მეთ გალაზე შეხვდა. ტერნერის თქმით, კარდაშიანების შოუც ძალიან უყვარს და კენდალის სილამაზითაც მოიხიბლა, მაგრამ ჯენერმა რომ წვეულებაზე დაპატიჟა, მაშინვე კატეგორიული უარი განუცხადა.
2. ავრილ ლავინმა კელი კლარკსონი 2002 წლის VMA-ის დაჯილდოებაზე იდაყვით მოიშორა
დანამდვილებით ვერავინ იტყვის, გამიზნული იყო თუ არა ლავინის ჟესტი. თუმცა, მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ პოპ-პანკ პრინცესები ერთმანეთს კონკურენტებად მიიჩნევდნენ. წლების შემდეგ კლარკსონმა ეს უხერხული სიტუაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლავინმა მას მოუბოდიშა. კელის თქმით, დარწმუნებული არაა, ავრილი ასე განზრახ მოიქცა თუ არა, თუმცა, მას ქმედება გამიზნული ეჩვენა.
3. ჯერი საინფელდმა კეშას ჩახუტებაზე უარი უთხრა
როცა პოპვარსკვლავი ამერიკელ კომიკოსს მიუახლოვდა და ჩახუტება სთხოვა, ამ უკანასკნელმა კამერების წინ უარით უპასუხა. ჯერიმ კი მერე აღნიშნა, სრულიად უცნობ ადამიანებს არ ვეხუტებიო, მაგრამ კეშა ამ შემთხვევას უხერხულად იხსენებდა. "თავი 5 წლის მეგონა", — აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
4. მერე Cardi B-მ უთხრა უარი საინფელდს ჩახუტებაზე
შოუ Between Two Ferns-ში სტუმრობის შემდეგ რეპერი წამყვან ზარ გალიფიანაკისს დამშვიდობებისას გადაეხვია, ხელებგაშლილ საინფელდს კი გვერდი აუარა. ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ Cardi B-მ ასე კეშას გამო იძია შური.
ისე, მგონი, ვიღაც "სრულიად უცნობ ადამიანებს" არ ეხუტებოდა...
5. მადონასთან კოცნის შემდეგ დრეიკი დიდად ბედნიერი არ ჩანდა
უცნობია, პერფორმანსში ეს ნაწილი დაგეგმილი იყო თუ არა, თუმცა, დრეიკის ხელების გასავსავებით და სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, რეპერი პოპის დედოფლის კოცნამ ვერ მოხიბლა. როგორც ჩანს, დრეიკის ამ რეაქციამ მადონა ისე განარისხა, რომ როცა მოგვიანებით ამ მომენტის გახსენება სთხოვეს, კეტი პერის სიმღერიდან მოიშველია ფრაზა: "მე გოგოს ვაკოცე და ეს მომეწონაო". შემდეგ, როცა მომღერალს ჰკითხეს, საკუთარ თავს წარსულში რა რჩევას მისცემდა, მან ისევ დრეიკის გათათხვა გადაწყვიტა: "ვეტყოდი, დრეიკს არ აკოცო. რამდენჯერაც უნდა გთხოვოს, მაინცო".
6. სამაგიეროდ, არც რიანა მოხიბლა დრეიკის კოცნამ
მართალია, მაშინ წყვილს ერთგვარი ურთიერთობაც ჰქონდა, თუმცა, რიანა ამ მომენტის შემდეგ დიდად კმაყოფილი არ ჩანდა.
7. ლედი გაგამ ზენდეიას ზედ არ შეხედა
2013 წელს წითელ ხალიჩაზე მიმავალ ლედი გაგას ზენდეიამ უხერხული ღიმილით უთხრა, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრაო, თუმცა, პოპვარსკვლავმა, სავარაუდოდ, ეს ვერ გაიგონა და ჰოლივუდის მომავალ კინოვარსკვლავს ყურადღება არ მიაქცია.
8. არც ბრიტნი სპირსს მიუქცევია მაილი საირუსისთვის ყურადღება
2009 წლის Teen Choice Awards-ზე ბრიტნიმ ჯილდო კი მიიღო, მაგრამ თავისკენ მომავალ მაილის რომ თვალი მოჰკრა, შეტრიალდა და გზა გააგრძელა. სავარაუდოდ, ესეც შემთხვევითი საქციელი იყო, თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების თვალს რას გამოაპარებ?!
9. ჯიჯი ჰადიდი One Direction-ის ყველა წევრს გადაეხვია, მაგრამ ჰარი სტაილსთან ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა
ასევე ყოვლისმცოდნე ინტერნეტმომხმარებლებს თუ დავუჯერებთ, ჯიჯი ასე თავისი მეგობრის, ტეილორ სვიფტის, გამო მოიქცა, რომელიც წინათ სტაილსს ხვდებოდა.
10. არეთა ფრანკლინმა პატი ლაბელს ხელი უკრა
ორ ლეგენდარულ მუსიკოსს დიდად თბილი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, თუმცა, პატი არეთას ყოველთვის აქებდა და მის სიმღერებს ასრულებდა კიდეც. თუმცა, როცა ამ მომენტზე ლაბელს ჰკითხეს, მან, უბრალოდ, უპასუხა "არ დამინახავს, ეს მე არ ვიყავი. არც ის ვიცი, ის ქალი ვინ იყოო".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები