მარიუპოლში სიბნელეა მაშინაც კი, როცა მზეა, მაგრამ ქალაქი დგას — ალინას ისტორია
მარიუპოლიდან ევაკუირებული ალინა კოზიცკა ყვება, რომ გამოსვლისას ქალაქი იყო გატეხილი, სევდიანი და დაღლილი. თუმცა აღნიშნა, რომ მარიუპოლი მთელი ძალით იდგა, ისევე, როგორც ხალხი.
მისი თქმით, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის აღდგენაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკრაინის დროშა იქნება.
"მარიუპოლში სიბნელეა მაშინაც კი როცა მზეა, მაგრამ ქალაქი დგას, მაგრამ ქალაქი დგას. თვალცრემლიანი ვმართავდი მანქანას. მჯერა, რომ ოდესმე ისევ მსუბუქი, მყუდრო და მხიარული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავბრუნდებით მარიუპოლში. მე მჯერა, რომ ევროპა დაეხმარება მის აღდგენაში. მსურს მონაწილეობა მივიღო ქალაქის აღდგენასა და მის შემდგომ განვითარებაში. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის დროშის ქვეშ იქნება", — ამბობს ის.
ალინას ისტორიას მარიუპოლის საკრებულო ტელეგრამ არხზე აქვეყნებს. ის ყვება, რომ მისთვის ყველაზე რთული დღე ქალაქში 10 მარტს იყო, როდესაც მის საცხოვრებელთან ჩამოაგდეს ბომბები. ალინას თქმით, მაშინ ისე, როგორც არასდროს, სურდა, ეცოცხლა.
"ყველა ფანჯარა ჩამოინგრა, ჭერი ჩამოიშალა, გაოგნებული დავრჩი", — ამბობს ის.
ალინა 7 აპრილს საკვების ასაღებად პირველად გავიდა. ამბობს, რომ გაოცებული იყო იმით, თუ როგორ შეიცვალა ხალხი.
"როდესაც გამოჩნდა შანსი გარეთ გამოვსულიყავი ხალხის ძებნა დავიწყე. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა ხედავ თუნდაც ბინძურ, სევდიან, მაგრამ ნაცნობ სახეებს", — ყვება ალინა.
საკრებულო ტელეგრამ არხზე ასევე აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ალინამ მარიუპოლში ყოფნისას გადაიღო.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა ქალაქი შუა საუკუნეების გეტოდ გადააქციეს. მისი თქმით, მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენის გარეშე, ქალაქში ეპიდემია დაიწყება.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები