8 ცნობილი ადამიანი, რომელმაც გარეგნობაზე უხეშ კომენტარს საკადრისად უპასუხა
საზოგადოებაში სილამაზესთან დაკავშირებით დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ხშირად ადამიანები სხვების კრიტიკას არ ერიდებიან. თუმცა ცნობილ ადამიანებს გარეგნობის გამო დაცინვის მოსმენა უფრო ხშირად უწევთ, რადგან ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან.
უხეში კომენტარების ავტორები ვარსკვლავების ქილიკს საჯაროდაც არ ერიდებიან, რისი ნახვაც მილიონობით ადამიანს შეუძლია. თუმცა ამ სტატიაში კრიტიკასთან ერთად 8 ცნობილი ადამიანის პასუხს წაიკითხავ, რომლებმაც გარეგნობისა და სხეულის შესახებ უხეშ კომენტარებს საკადრისად უპასუხეს.
1. ჯენიფერ ლოპესი
2016 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენიფერ ლოპესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამხელა ზეწოლას განიცდიდა ახლობელი ადამიანებისგან თავისი წონის გამო. "სულ მეუბნებოდნენ, რომ წონაში უნდა დამეკლო. ამას ჩემი მენეჯერიც მიმეორებდა, რომელთან დიდი ხანია, აღარ ვმუშაობ. მაგრამ არავის დავუჯერე. წონაში რომ დამეკლო, ეს მე აღარ ვიქნებოდი", — ამბობს მომღერალი.
2. ეშლი გრემი
2016 წლის ინსტაგრამის პოსტის კომენტარებში მოდელს "ცელულიტის გროვა" უწოდეს, რაზეც ეშლიმ ასეთი პასუხი გასცა: "ახლა მივხვდი, რომ ეს თეძოები გამარჯვებისა და გამბედაობის ისტორიას ჰყვება. არავის მივცემ უფლებას, რომ მიკარნახოს, თუ როგორი უნდა იყოს ჩემი სხეული".
3. ჯენიფერ ენისტონი
2016 წელს ჯენიფერ ენისტონის ერთ-ერთმა ფოტომ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან ადამიანთა ნაწილს მსახიობი ორსულად მოეჩვენა. "მე არ ვარ ორსულად, თუმცა მედიის უხეში კომენტარებით ნამდვილად შეწუხებული ვარ. ქალების სხეულზე დაკვირვება და კონტროლი უკვე აბსურდული და შემაშფოთებელია. მედია კი ზუსტად წარმოაჩენს იმ საზოგადოების სახეს, რომელიც ქალებს სილამაზის გარკვეული სტანდარტების მიხედვით აფასებს", — განაცხადა მსახიობმა.
4. ჯენიფერ ლოურენსი
"კარიერის დასაწყისში პროდიუსერები მეუბნებოდნენ, რომ მსუქანი ვიყავი და გამათავისუფლებდნენ კიდეც, თუ წონაში არ დავიკლებდი. მათ ჩემი ნახევრადშიშველი ფოტოები მაჩვენეს და მითხრეს, რომ ეს მოტივაციისთვის გამომადგებოდა. ახლა კი ვინმემ ჩურჩულით მაინც რომ სიტყვა დიეტა მიხსენოს, მაშინვე "წადი შენის" ვუპასუხებ", — იხსენებს მსახიობი.
5. ლედი გაგა
2017 წლის Super Bowl-ზე გამოსვლის შემდეგ ლედი გაგას მუცელი კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის შესახებ მომღერალმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "გავიგე, რომ ჩემი სხეული სალაპარაკო თემაა, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ჩემი სხეულით ვამაყობ და შენც უნდა იამაყო შენით. ამისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ ან რას წარმოადგენ".
6. კორტნი კარდაშიანი
ორი წლის წინ კორტნი კარდაშიანმა ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რაზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა, რომ ორსულს ჰგავს. "რამდენიმე კილოგრამს რომ მოვიმატებ, ასე გამოიყურება ჩემი სხეული, რაც ძალიანაც მომწონს. მე სამი შვილი გავაჩინე და ჩემი სხეულის ფორმა ასეთია", — კომენტარს ასე უპასუხა კორტნიმ.
7. ზენდეია
2015 წლის ოსკარის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაშუქებისას ზენდეიას ვარცხნილობის შესახებ თქვა, რომ როცა მას ხედავს, თითქოს "მარიხუანას" სუნს გრძნობს. ამაზე კი ზენდეიამ შემდეგი პასუხი გასცა: "საზოგადოება აფროამერიკული თმის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა და მათ შეუძლიათ, ადამიანი ვარცხნილობის საფუძველზე განსაჯონ. ვფიქრობ, რომ ოსკარი 2015-ზე ჩემი ბუნებრივი თმით მისვლა კარგი გადაწყვეტილება იყო. მსურს, ფერადკანიანებს შევახსენო, რომ მათი ბუნებრივი თმა საკმაოდ კარგია".
8. და ბოლოს, ლიზო
2020 წელს ტიკტოკზე ერთ-ერთ ოჯახს ასეთი კომენტარი დაუწერეს: "შენმა შვილმა აუცილებლად უნდა ივარჯიშოს, თუ არადა შემდეგი ლიზო გახდება". ოჯახი ამ კომენტარს ვიდეოთი გამოუეხმაურა, რომელშიც ეს ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეს და ასე უპასუხეს: "ამბობ, რომ ჩემი შვილი მილიონერი გახდება, გრემის სამჯერ მოიგებს და თან სრულყოფილი უკანალიც ექნება?" ეს ვიდეო ლიზომ თავის ანგარიშზეც გააზიარა.
აშკარაა, რომ კომენტარის ავტორს ამდენ რამეზე არ უფიქრია.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები