On.ge ექვსი წლისაა — 6 რამ, რაც 6 წლის განმავლობაში ვისწავლეთ
თქმა არ უნდა, ექვსი წლის წინ მთელი მსოფლიო სხვანაირი იყო და სხვანაირები ვიყავით ჩვენც. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მრავალი გლობალური თუ ადგილობრივი მნიშვნელობის რამ მოხდა და ეს ყველაფერი არა მხოლოდ განვიცადეთ თქვენთან ერთად, არამედ გავაშუქეთ კიდეც.
ზუსტად ექვსი წლის წინ გამოჩნდა On.ge ქართულ ინტერნეტსივრცეში და ძალიან მოკლე დროში შეძლო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებით, სანდო ინფორმაციის დროულად მიწოდებით, მრავალფეროვანი შინაარსობრივი მასალით, სახალისო სტატიებითა თუ ტესტებით და მკითხველებთან უშუალო დამოკიდებულებით თავისი რჩეული ადგილი დაემკვიდრებინა ქართულ მედიაში.
"ჩვენი საიტი უკვე ამუშავდა. გვისურვეთ წარმატებები!" — ზუსტად 2016 წლის 11 მაისს გამოქვეყნებული ამ ტექსტით დაიწყო ყველაფერი.
გასული ექვსი წელი დიდი გამოწვევების, მოულოდნელი სიურპრიზების, გამოცდილების დაგროვების, ახალი ურთიერთობებისა და უამრავ მკითხველთან დამეგობრების პერიოდი გამოდგა, რამაც ბევრი რამ გვასწავლა და ჩვენი სამუშაო პროცესი განსაკუთრებული გახადა.
ამ სტატიაში ჩვენი ტრადიციული სტილით — ჩამონათვალის სახითა და ნახევრად ხუმრობის, ნახევრად კი სერიოზული ტონით — იმ ექვს რამეზე გიამბობთ, რაც სწორედ ამ ექვსი წლის განმავლობაში ვისწავლეთ.
1. ჩვენს მკითხველს ყოველთვის აინტერესებს, რომელი პასკა ან ლობიანია
ექვსი წლის წინ იფიქრებდით, რომ მსგავსი შინაარსის ტესტის შევსება მოგინდებოდათ? ჩვენც ძნელად წარმოგვედგინა. ხანდახან ახლაც ვყოყმანობთ ხოლმე, რამდენად შეიძლება გაამართლოს მსგავსმა აბსურდულად გენიალურმა იდეებმა, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენი მკითხველების დიდ ნაწილს მშვენივრად ესმის ჩვენი სახუმარო განწყობა და ტესტებს მუშტარი არასდროს აკლია.
თუმცა განა მხოლოდ საღლიცინოდ გვაქვს საქმე, თუნდაც ქართული გრამატიკის, გეოგრაფიის, კინოს და სერიალების შესახებ იმდენი და იმდენნაირი ტესტი მოვამზადეთ უკვე, რომ სანამ შედეგს არ გაიგებ და ბოლოს ამ შედეგით საქვეყნოდ არ მოიწონებ თავს, იქამდე ვერ მოისვენებ.
ჰა, გამოტყდი: მაინც რომელი გამოხვედი — ფენოვანი ლობიანი თუ ცუკატებიანი პასკა?
2. იმაზე უფრო დიდი ოფისი უნდა შევარჩიოთ, ვიდრე მოცემულ მომენტში გვჭირდება, რადგან ჩვენი გუნდი თვალის დახამხამებაში იზრდება
2016 წელს On.ge-ის გუნდი სულ ექვს თანამშრომელს ითვლიდა, ახლა კი ოცდაათნი ვართ. ამ პერიოდში, ცხადია, ოფისების შეცვლაც მოგვიწია, რადგან გაცილებით უფრო დიდი სივრცე გვჭირდებოდა ხოლმე, თუმცა ხშირად იმ ახალ სივრცესაც უცებ ვითვისებდით — ჩვენი გუნდი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იზრდებოდა.
ამჟამად, პოსტპანდემიურ (თუ ჯერ ისევ პანდემიურ?!) პერიოდში ჩვენი გუნდი კვლავ შერეული ფორმატით მუშაობს: ვისაც სურვილი აქვს, ოფისში მისვლა შეუძლია, ვიღაცები კი დისტანციურ მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომაც ჩვენი თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა წერტილში შეიძლება იყვნენ გაბნეულები და ისე ამზადებდნენ თქვენთვის საინტერესო მასალას.
2020 წლის 31 დეკემბერს, პანდემიის პერიოდში, დისტანციურად აღვნიშნეთ ახალი წელი.
ჭავჭავაძის #20-ში მდებარე ჩვენი პირველი ოფისიდან ახლანდელ ოფისამდე გამოვლილმა გზამ კიდევ ერთი რამ გვასწავლა: გამწვანებულ ეზოს არაფერი შეედრება.
3. საქართველოშიც შესაძლებელია ხარისხიანი სამეცნიერო / ტექნოლოგიური კონტენტის მომზადება
როცა ჩვენი სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოცემა Next.On.ge პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხშირად ვისმენდით, რომ რა თქმა უნდა, კარგია, სამეცნიერო კონტენტი, მაგრამ საქართველოში ბევრი მკითხველი ვერ ეყოლება, თუმცა Next.On.ge-მ დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია, თანაც ხარისხის სათანადო დაცვით.
Next-ის განყოფილება უკვე ორ წელზე მეტია, რაც ქართულენოვან მკითხველს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევისა და ტექნოლოგიური სიახლის შესახებ დროულ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ამავდროულად კი სხვადასხვა კრიტიკულად აქტუალური საკითხის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიებსაც სთავაზობს.
Next-ის განყოფილების ჟურნალისტები და რედაქტორები.
მოკლედ, თუ გინდათ გაიგოთ, რა მოდის შემდეგ, აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი Next-ს, რომელიც ამ პროფილის ყველაზე დიდი გამოცემაა საქართველოში.
4. ახალი ვარსკვლავების ძიება არასდროს არ უნდა შეწყვიტო და დიდი შანსია, ამ ვარსკვლავებს მიაგნო... სტუდენტებში
თითქმის სამი წლის წინ On.ge-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო უნიკალური პროექტი რჩეული, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩვენს განყოფილებაში გაევლოთ სტაჟირება, ჟურნალისტური გამოცდილება მიეღოთ და უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოეპოვებინათ.
არა მარტო ამ სტატიის ავტორისთვის, არამედ მთლიანად On.ge-ისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი თანამშრომლის, ქეთი ჩართოლანის რედაქტორობით უკვე ათეულობით სტუდენტმა შეიძინა ინგლისურად ქართულ ენაზე სხვადასხვა თემატიკის სტატიის თარგმნისა და საავტორო იდეებზე მუშაობის გამოცდილება, რამაც ჩვენი მკითხველებისთვის საკითხავი მასალა ერთიორად უფრო გაამრავალფეროვნა.
თანაც მხოლოდ ეს არ არის: პროექტის წარმატებას ცხადყოფს ისიც, რომ სტაჟირების შემდეგ რამდენიმე სტუდენტმა უკვე On.ge-ში გააგრძელა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა: მათ შორის არიან ნანუკა სიხარულიძე, მარიამ გაბელაია, გიორგი მუზაშვილი და თემურ ზოიძე.
5. სოციალური მედიის შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩვენც ისე ვგრძნობთ თავს ამ ტერიტორიაზე, როგორც თევზი — წყალში
On.ge თანამედროვე მედიაა და მუდამ ცდილობს, თანამედროვე მკითხველის მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხოს, რითაც მოახერხა, რომ წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა ერთგული მკითხველები, ამავდროულად კი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის მიეწვდინა ხმა.
ხარისხის დაცვასთან, ინფორმაციის სწრაფად მიწოდებასთან და მრავალფეროვან მასალასთან ერთად ამ შედეგის საიდუმლო ისაა, რომ ჩვენ ყველა შესაძლო პლატფორმას ვიყენებთ ინფორმაციის გასავრცელებლად და მკითხველებთან საკონტაქტოდ: მაგალითად, ჩვენი სერიალების ფეისბუქჯგუფი ერთი სერიაც და... უკვე 35 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს, TikTok-ზე კი ჩვენს ვიდეოებს 400 000-მდე მოწონება აქვს.
დიდი შანსია, შენ, ვინც ამ სტატიას კითხულობ, ჩვენს ერთ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული.
Clubhouse გახსოვთ? მართალია, ხანმოკლე დიდება ჰქონდა, მაგრამ მის შესახებაც ერთი ამბავი საქართველოში სწორედ ჩვენ დავატრიალეთ!
არაფერი რომ არ გამოგრჩეთ, შეგიძლიათ, ჩვენი ინსტაგრამისა და ტვიტერის ანგარიშებსაც ადევნოთ თვალი და მაქსიმალურად სწრაფად გაიგოთ ყველა სიახლე. მოკლედ, სოციალურ პლატფორმებზე ჩვენი დიდი ქსელი გვაქვს, რომელთა შორისაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესოს და მაშინვე შემოგვიერთდებით: სრულ ჩამონათვალს ამ ბმულზე იპოვით.
6. როცა არასამუშაო საათებში მთელი გუნდი შეკრებას და დროის ერთად გატარებას გადავწყვეტთ, მაშინ იწყება რევოლუციები და კატაკლიზმები
ღამენათევი ჟურნალისტები
ეს ნაწილი NEWS.On.ge-ის მიემართება და სხვა განყოფილებები იშვიათად თუ შეეცილებიან ამ ტკივილის გაზიარებაში. ახალი ამბების განყოფილების რეპორტიორები, ჟურნალისტები და რედაქტორები ამ ექვსი წლის განმავლობაში მუდმივად ზრუნავდნენ, რომ ყოველთვის დროულად და თანაც კრიტიკული თვალით დანახული ინფორმაცია მიეწოდებინათ მკითხველისთვის.
ამის გამო მათი სამუშაო რეჟიმი გაზაფხულის ამინდზე მეტად არაპროგნოზირებადია: შესაძლოა, ერთმა კვირამ პარლამენტის მოსაწყენი სხდომების გაშუქებაში ჩაიაროს, თუმცა შემდეგ მოულოდნელად ომი დაიწყოს, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს. ამის გათვალისწინებით ისინი მაინც ახერხებენ, რომ მკითხველებს მუდმივად შესთავაზონ როგორც ვრცელი შემაჯამებელი სტატიები, ისე თემატური ტესტები.
შესაბამისად, მაშინაც კი, როცა რომელიმე თანამშრომლის დაბადების დღეს ან ახალ წელს ვზეიმობთ, ხელში სასმელმომარჯვებული ჩვენი გუნდის წევრებს შორის აუცილებლად იპოვით NEWS-ის განყოფილების ერთ თანამშრომელს მაინც, რომელიც სერიოზული სახით ლეპტოპს მისჩერებია და საზეიმო შეძახილების ფონზე რომელიმე პოლიტიკურ ამბავზე წერს სტატიას.
იმედი გვაქვს, დღეს საღამოს მაინც, ტორტს რომ გავჭრით, ახალი პანდემიის დაწყების შესახებ ცნობა არ გავრცელდება ან რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება არ დაემხობა. ნუ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით — ამ შემთხვევაში საერთო ზეიმისთვის კიდევ ერთი მიზეზი გვექნება.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
კომენტარები