გოგონა სკაუტები თეგეტას ზრუნვის პლატფორმაზე
სწავლა კეთებით, თამაშით, პრაქტიკული აქტივობებით, თავგადასავლებით — ის, რასაც სკოლებში არ ვსწავლობთ და ის, რაც ცხოვრებაში გვჭირდება — ეს გოგონა სკაუტების ორგანიზაცია დიას საქმიანობის ნაწილია. დია მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს.
ორგანიზაცია ექვსიდან ოცდაათ წლამდე გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ასაკობრივ რაზმებად აერთიანებს; ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს, გაიგოს მეტი საკუთარი, გარშემომყოფებისა და დედამიწის შესახებ. დიას კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა, იზრუნოს პირად თუ სხვების ჯანმრთელობაზე; გამოიმუშაოს პიროვნული უნარები; შეიმეცნოს, რა გამოწვევების წინაშეა დედამიწის ეკოსისტემა; შეიყვაროს მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება ან ტექნოლოგიები; აღმოაჩინოს საკუთარი როლი საზოგადოებაში და სხვასაც ხელი შეუწყოს განვითარებაში.
მრავალფეროვანი არჩევანიდან, გოგონებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სფერო ავტოინდუსტრია აღმოჩნდა. სწორედ ამ მიმართულებით ითანამშრომლეს თეგეტა ჰოლდინგთან, სადაც მანქანების აგებულების შესახებ ტრენინგი გაიარეს.
აინტერესებდათ ყველაფერი — როდის და რატომ იცვლება ზეთი, ან რა მოუხერხონ მოულოდნელად დაშვებულ საბურავს. ყველა წვრილმანი გაარკვიეს და რჩევებიც მიიღეს. გვიხსნიან, რომ სკაუტი გოგონების კანონებში უპირველესი სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვება და უნარების განვითარებაა.
სწორედ ქალთა გაძლიერება და განათლების ხელშეწყობაა ის საერთო მიზნები, რომლებიც დიასა და თეგეტა ჰოლდინგის დამეგობრების მიზეზი გახდა.
"სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და ვთანამშრომლობთ ამ განსაკუთრებულ გოგოებთან, რომლებსაც უნდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ გოგონა სკაუტებს, რომლებიც, თავიანთი დამოკიდებულებით, განსხვავებული, თამამი გადაწყვეტილებებით ცდილობენ, შეცვალონ სტერეოტიპები და მოტივაცია მისცენ თანატოლებსაც", — ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
მოტივირებული, ინტერესით და რაც მთავარია, პასუხისმგებლობით სავსე გოგონა სკაუტებისთვის კომპანიის მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრში, თეგეტა აკადემიაში შეხვედრა საგანგებოდ დაიგეგმა. საუბარი აუდიტორიას გასცდა და გოგოების შეკითხვებს მოგვიანებით თეგეტას ტრენერმა უშუალოდ მანქანასთან უპასუხა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეგეტას მხარდაჭერა. იმდენი საინტერესო დეტალის შესახებ მიიღეს ჩვენმა გოგოებმა ინფორმაცია... სანამ მანქანის მართვას დაიწყებენ, უნდათ, მეტი იცოდნენ ავტომობილის შესახებ. კომპანიაში ჩატარებული ტრენინგიც ამას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მათ კითხვებს სანდო და გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა", — ქეთი ჟვანია, ორგანიზაცია დიას დამფუძნებელი.
მეტი ხელშეწყობისათვის ორგანიზაცია დია თეგეტას ზრუნვის პლატფორმაზეც tegeta.care განთავსდა და ახლა ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, თავისი დონაციით გოგონა სკაუტებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში დაეხმაროს.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები