ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიას მარიუპოლშიც ვუმასპინძლოთ — ზელენსკი
"ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას!" — ასე ეხმაურება, ვოლოდომირ ზელენსკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებას. მან მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროვიზია ერთ დღეს თავისუფალ და აღდგენილ მარიუპოლშიც ჩატარდება.
"მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში და მჯერა — არა უკანასკნელად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestra-ს და ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის", — წერს ზელენსკი.
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით უკრაინას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ტელემაყურებლისგან უმაღლესი, 439 ქულა დაიმსახურა, სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან კი 5-ჯერ მიიღო ასევე უმაღლესი შეფასება — 12 ქულა.
საკონკურსო სიმღერის შემდეგ უკრაინულმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიის სცენიდან მსოფლიოს მიმართა და აზოვსტალის დახმარებისკენ მოუწოდა.
"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ აზოვსტალს, ახლავე".
საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 6 ქულა დაუწერა, ტელემაყურებელმა კი — 12. ამას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვებგვერდზე ჟიურის განცხადებას ავრცელებს, სადაც ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებენ, რომ ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი 12 ქულა უკრაინას მიანიჭა, ამის ამსახველი, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი კი ევროვიზიის ორგანიზატორებს გადაუგზავნეს და დეტალებს არკვევენ.
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
კომენტარები