გიგა ბოკერია

16 May. 2022, 11:51

ეს არის განმტკიცება იმ სურათის, რაც, სამწუხაროდ, წლებია, გროვდებოდა, ოღონდ ბოლო პერიოდში განსკუთრებულად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სანამ ამ ქვეყანაში ძალაუფლებას ფლობს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მანამდე ეს ქვეყანა მიდის თავისუფლების საპირისპირო მიმართულებით, არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზაზე, არამედ, პირიქით, ავტორიტარიზმის, პუტინისტური ოლიგარქიული რეჟიმის გამყარების და განმტკიცების გზაზე.

ბუნებრივია, როცა ამ ტიპის ფიგურას, ოპოზოციურ სივრცეში ალბათ ყველაზე ცნობილ ფიგურას, ერთერთ ყველაზე უფრო მიუღებელ ფიგურას მისი საქმიანობით ხელისუფლებისთვის ასეთ აბსურდულ საქმეზე ასე უტიფრად ციხეში სვამ, ეს არის განაცხადი ძალის დემონსტრირების და იმისი, რომ ჰო, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. არალოგიკური არ არის ამ რეჟიმის პირობებში ის, რომ ასე შეუძლია დაჭერა და რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი განაცხადი იმისი, რომ ამ კაცისთვის მისი ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად არის პრიორიტეტი.
 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?

საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და…