საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე იმაზე სწრაფად მუშაობენ, ვიდრე ოდესმე.

"წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე უფრო სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე", — განაცხად მან.

6 მაისს საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, შარლ მიშელს. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.