თეგეტა ჰოლდინგი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია
თეგეტა ჰოლდინგი უერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია.
#იმოქმედე, #ქუჩები სიცოცხლისთვის, #შეანელე — ამ მოწოდებებით წლევანდელი აქტივობები 16-22 მაისის ჩათვლით დაიგეგმა. კვირეული, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ორგანიზებით ტარდება.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირება. თეგეტას განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
"სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების გამომწვევი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ასეულობით ადამიანი ეწირება წლის განმავლობაში საქართველოში. ქალაქის გზებზე, სადაც შერეული მოძრაობაა და ქვეითი, ველოსიპედისტი, ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთდროულად გადაადგილდება, სადაც დასახლებული პუნქტია და სკოლა მდებარეობს, აუცილებელია სიჩქარის დაბალი ლიმიტების არსებობა და მათი თანმიმდევრულად ადმინისტრირება.
გასათვალისწინებელია, რომ მძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა და დაუდევარი ქცევით, შესაძლოა, მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვასაც და საკუთარ თავსაც", — განაცხადა საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.
გლობალურ კვირეულში, რომელშიც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, თეგეტა ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია ვოლვო ქარ საქართველოსთან ერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდება.
"უსაფრთხოების კვირეულის მხარდაჭერა თეგეტასათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პროცესში უსაფრთხოებას გამორჩეული როლი აქვს. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან.
ეს პასუხისმგებლობა თეგეტამ 26 წლის წინ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ", — აღნიშნავს თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული.
საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრებენ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის მთავარი ღონისძიებაა და 18 მაისს, 12 საათზე რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი, გაგა კოხრეიძე.
შეხვედრის პარალელურად, ვოლვო ქარ საქართველოს ინიციატივით ფოტოგამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია კონკრეტული ავარიების შესახებ მოგვიყვება, რა დროსაც ვოლვოს ბრენდის ავტომობილებში მძღოლების სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა.
"როდესაც ვსაუბრობთ ვოლვოზე, ეს ნიშნავს, რომ მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ვგულისხმობთ. ჩვენი ბრენდის მიზანი დაარსების დღიდან არის ზრუნვა უსაფრთხოებასა და ხარისხზე. სიამოვნებით ვერთვებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვირეულში, რადგან ჩვენთვის, როგორც ვოლვოს ექსკლუზიური იმპორტიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მომხმარებლის, თანამოქალაქეების ინფორმირება.
ვოლვოს უკავშირდება სამწერტილოვანი ღვედისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულების საბავშვო სავარძლის შექმნა, რაც დღემდე მილიონობით სიცოცხლეს იცავს. ამასთანავე, შვედური ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოზე და თავისი ეკომეგობრული ავტომობილებით გამონაბოლქვის შემცირებას უწყობს ხელს. ვოლვო ქარ კავკასია ფეხდაფეხ მიჰყვება ბრენდის კონცეფციას. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის ფარგლებში იგეგმება", — განაცხადა ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორმა, გაგა კოხრეიძემ.
თეგეტა ჰოლდინგის განცხადებით, კონფერენციაზე, ოფიციალური მიმართვების შემდეგ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულები თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან. მათი თქმით, ღონისძიებაზე შეკრებილები, ვიდეოს საშუალებით, შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშვებული 8 წლის მოზარდის თანაკლასელების მიმართვასაც მოისმენენ. კონფერენციის შემდეგ დათის მეგობრების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
უშუალოდ შემთხვევის ადგილზე კი, შარტავას ქუჩაზე, 19 მაისს, სიმბოლურად აქცია გაიმართება. ორგანიზატორები, მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. 16 მაისს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ბავშვებთან საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. 3 გამარჯვებულს თეგეტა ჰოლდინგის მიერ დაწესებული თემატური საჩუქრები გადაეცა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები