ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები კვლავ დაუცველია — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები კვლავ დაუცველია. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული მაღალი სოციალური ჰომოფობია ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურობაზე, საჯარო და პირად ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებების აღიარებასთან და რეალიზებასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენები სახელმწიფოს დემონსტრაციულ გულგრილობას, პოლიტიკურ ჰომოფობიას და ძალადობის შეწყნარების უმძიმეს გამოცდილებას აჩვენებს.
"ცხადია, რომ ეს პოლიტიკა მკვეთრად აზიანებდა და აზიანებს დემოკრატიული, მშვიდობიანი და პლურალისტური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და არაერთ სოციალურ კრიზისს ქმნიდა. უკვე წლებია ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ეკლესია და სხვა აქტორები ქვიარ ადამიანების და ქვიარ საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ და ხშირად ეს დომინანტური პოლიტიკა ლგბტ(ქ)ი ადამიანების სიცოცხლის, ღირსების და მომავლის ჩამორთმევის მიზეზიც გამხდარა", — აღნიშნულია განცხადებაში.
ცენტრის შეფასებით, მიუხედავად ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ჩანს, თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები მაინც ფრაგმენტული რჩება და ხელისუფლების მხრიდან ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და უფრო მეტიც, პოლიტიკური ჰომოფობია, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდის.
მათი თქმით, ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის დღემდე მთავარი გამოწვევა ძალადობაა, ხოლო სახელმწიფოს კვლავ არ აქვს შემუშავებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც სამართალდამცავი, სოციალური, განათლების და პენიტენციალური სფეროებისა და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას უნდა გულისხმობდეს და სისტემურად უზრუნველყოფდეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას.
"მეტიც, ზოგიერთ საქმეში, განსაკუთრებით კი იმ საქმეებში, სადაც პოლიციის სისხლის სამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობა იკვეთება, კვლავ პრობლემად რჩება ეფექტიანი გამოძიება და დაზარალებული პირების უფლებების რეალური აღდგენა.
ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიტიკულად მწვავეა სათანადო ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება, რომელიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში, ხშირად სახლისა და ოჯახების მხარდაჭერის მიღმა აღმოჩენილი ადამიანების რეალურ საჭიროებებს უპასუხებდა.
მაგალითად, სახელმწიფოს კვლავ არ აქვს ძალადობის მსხვერპლების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკა. კრიზისული ცენტრების ხანმოკლე სერვისი კი ვერ უზრუნველყოფს ლგბტ(ქ)ი ადამიანების გრძელვადიან უსაფრთხოებას და მხარდაჭერას", — აღნიშნავენ სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.
არასამთავრობოს განცხადებით, უსაფრთხოების მზარდ რისკებს უკავშირდება ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, რისი შესაძლებლობაც მათ 2012 წლის შემდეგ არ ეძლევათ.
"აშკარაა, რომ სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებს ადეკვატურ პრევენციულ ზომებს კლერიკალური, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარაა ხოლმე მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობებისა და რიტორიკის მიმართ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცენტრი მიუთითებს, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით კრიტიკული იყო გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როცა ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა თბილისში ღირსების მარშის ჩატარება შეუძლებელი გახადეს და ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიციის ინფორმირებულობის მიუხედავად, არ მიიღეს ეფექტიანი პრევენციული ზომები ძალადობის შეკავებისა და მით უფრო, ლგბტ(ქ)ი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზებისათვის.
"უფრო მეტიც, პრემიერმინისტრის ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ უმრავლესობის უფლებების შესახებ, წაახალისა ჰომოფობიური შინაარსის მასობრივი ძალადობა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა, რაც ერთი მხრივ აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ და მეორე მხრივ კი, საშიშ ტენდენციას ქმნის ჰომოფობიური განწყობების გაღრმავებისა და ძალადობის წახალისების კუთხით", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ბრუტალური ძალადობის ჯაჭვის კონტექსტში, ჩვენს საზოგადოებაში ჰომოფობიის შემცირების პოზიტიური ტენდენცია ჩანს, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ქალების ჯგუფებში.
"ცხადია, რომ ამ დამოკიდებულებების ცვლილებას სახელმწიფოს პოზიტიური ჩარევა და ჰომოფობიის დაძლევის გრძელვადიანი პოლიტიკის დამკვიდრება სჭირდება. თუმცა დომინანტური ეკლესიის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და ნაციონალისტური დისკურსების გაძლიერების და ინსტრუმენტალიზების პირობებში, მოლოდინი რომ ხელისუფლება ჰომოფობიის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, სუსტია", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ფიზიკური ძალადობის მიღმა, ლგბტ(ქ)ი ადამიანები ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის, სოციალური ექსკლუზიისა და მოწყვლადობის მძიმე გამოცდილების წინაშე დგანან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს მოუწოდებს:
- შეიმუშავოს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურში და უფრო ფართედ საზოგადოებაში;
- უარი თქვას ჰომოფობიის ნორმალიზებისა და ლგბტ(ქ)ი უფლებების არ აღიარებისკენ (გაჩუმებისკენ) მიმართულ რიტორიკაზე და გააცნობიეროს დისკურსული ძალადობის პირდაპირი გავლენა ლგბტ(ქ)ი ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე;
- გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკა და ამ მიმართულებით რადიკალურად გაზარდოს პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები;
- პატივი სცემს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიიღოს ყველა ზომა მათთვის უსაფრთხო და ღირსეული საჯარო სივრცის შესაქმნელად;
- შეიმუშავოს ექსტრემისტულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების ეფექტიანი პოლიტიკა;
- შეიმუშავოს ლგბტ(ქ)ი ადამიანების სოციალურ ექსკლუზიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა და ის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები