Chizzzy - ჩიზზზი — გენიალურობა სიმარტივეშია
ქართული სამზარეულო რომ განსაკუთრებულია თავისი გემოებით, არომატებით და მრავალფეროვნებით ეს ცნობილი ამბავია. თუმცა მას აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც ძალიან გამოსადეგია თანამედროვე რეალობაში - სიმარტივეში ნაპოვნი გენიალურობა.
ზუსტად ამაში დაინახეს Chizzzy – ჩიზზზის დამფუძნებლებმა პოტენციალი, რომ ქართული კულინარიული ტრადიცია კვების ინდუსტრიის ყველაზე მზარდ მიმართულებაში - ნახევრად მომზადებულ პროდუქტში — ეთარგმნათ და სტარტაპი მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მოერგოთ.
ე.წ. ნახევარფაბრიკატი საკვები დღევანდელ სწრაფ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია მომხმარებლისთვის, მაგრამ როცა საქმე კვებას ეხება, გემო მაინც პირველი ხარისხის კრიტერიუმია. Chizzzy- ჩიზზზი-ს აქაც უცილობლად სწორი პასუხი აქვს და ბაზარზე გამოაქვს ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე ყველასთვის მისაღები პროდუქტი — აჭარული ხაჭაპური, რომელსაც მომხმარებლისგან მხოლოდ ღუმელში შედება სჭირდება საბოლოო ფორმის მისაღებად.
Chizzzy — ჩიზზზი (არაჩვეულებრივი ხაჭაპური) არის ნახევრად გამომცხვარი უსაფუვრო, დურუმის ხაშზე დამზადებული ქრასთი (ბაზა) და ვაკუუმში მოთავსებული ნამდვილი ყველის ნაზავი, მარტივი მოსამზადებელი პრემიუმ ხარისხის პროდუქტი.
სტარტაპის შესახებ მისი თანადამფუძნებელი გიორგი ბოჭორიშვილი საუბრობს:
როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?
Chizzzy - ჩიზზზის იდეა გაჩნდა, რადგან არ არსებობს სახლში გამოსაცხობი არანაირი ხაჭაპურის ნაკრები. უბრალოდ, სახლში გემრიელი აჭარულის სწრაფად გამოცხობა გვინდოდა, დროისა და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე.
ლოქდაუნში მე და ჩემმა მეუღლემ ნათია ჯგუბურიამ გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელება — ჩიზზზი ოჯახური სტარტაპია.
სად და როგორ შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი?
ამ ეტაპზე ჩიზზზის ყიდვა შესაძლებელია შემდეგ ონლაინ და ოფლაინ სივრცეებში
- www.chizzzy.com
- წერტი (ალ. ყაზბეგის გამზ. #15, წყალტუბოს ქ. #10),
- გუდვილი (ქავთარაძის #1, ფარნავაზე მეფის ქ. 1, ი. ჭავჭავაძის გამზ. 34)
- Glovo/წერტი,
- ბაზარი ორბელიანზე,
- www.moitane.ge,
- Wolt მარკეტი
ვაწარმოებთ მოლაპარაკებას "დუტი ფრისთან" და რამდენიმე სხვა ობიექტთან. პროდუქტი დიდწილად ექსპორტზეა გათვლილი.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ექსპორტი პრიორიტეტია, ნიშანდობლივია რომ გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი), ზოგიერთში უკვე გაგზავნილია ნიმუშები (პოლონეთი, იაპონია). ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების — პირველი საქმიანი ვიზიტი გადაიდო ომის გამო.
Chizzzy — ჩიზზზი გახდება ცნობილი საერთაშორისო ბრენდი საქართველოდან, ვიქნებით პირველი ქართული ბრენდი რომლის რეკლამა გავა სუპერ ბოულის ფინალში — გუნდი იკრიბება.
სტრიტ ფუდის პოპულარობა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში, გვინდა ჩიზზზი იყოს მაგალითი რომ ქართული სამზარეულო ამ მიმართულებითაც წარმატებულია. ვმუშაობთ Chizzzy - ჩიზზზი/სტრით კონცეფციაზე. ვმუშაობთ, ემოჯებში დავამატოთ აჭარული ხაჭაპური.
რა იყო მთავარი წინააღმდეგობა/სირთულე სტარტაპის კეთების პროცესში?
წინააღმდეგობა იყო და არის Chizzzy — ჩიზზზიში შემავალი ინგრედიენტების ყოველდღიური ფასის მატება, არასტაბილური ვალუტის კურსი და გარემო, სარეკლამო აქტივობის, საწარმო დანადგარებისა და ფართის წვდომაზე ნაკლებობა.
რა როლი აქვს სტარტაპერს Chizzzy — ჩიზზზის ისტორიაში?
იდეა დავტესტეთ თბილისის სტრიტ ფუდ ფესტივალზე, რომლის მხარდამჭერია სტარტაპერი, ვიზა, თბილისის მერია. გაგვიმართლა, რომ მოვიპოვეთ ორგანიზატორების მოწონება.
ახლახანს Chizzzy-ს პროდუქცია პირველად წარსდგა გერმანიაში კულინარიული ინოვაციების გამოფენაზე — ANUGA FOOD TEC და ინტერესი საერთაშორისო ბაზარზეც დაიმსახურა.
მომზადების ინსტრუქცია
ყველის ნაზავი როცა გალღვება, ჩადეთ აჭარული ქრასთის (ბაზის) გულში, თანაბრად გადაანაწილეთ;
მანამდე ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში (ზედა+ქვედა ცხობის რეჟიმი);
7-8 წუთი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე და როცა ქრასთი გახდება ოქროსფერი ჩაამატეთ ახალი კვერცხის გული (კოვზი ჩააჭირეთ ყველს და მერე ჩააგდეთ გული) — გამოაცხვეთ 45 წამი. ბოლოს დაამატეთ კარაქი;
ორი სამი წუთი დაელოდეთ გაგრილებას და გემრიელად მიირთვით.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები