ჟიჟილაშვილი: უახლოეს საათებში მივმართავთ პრეზიდენტს, შეგვხვდეს — ვთხოვთ გვარამიას შეწყალებას
სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მთავარი არხის დირექტორის, ნიკა მელიას საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. მათ შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოლოდინი და განწყობა პოზიტიურია.
ფორმულას ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი აპირებენ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართონ.
"უახლოეს ხანებში, უახლოეს საათებში მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. არ ვიცი თვითონ ნიკას რა რეაქცია ექნება ამის შესახებ, მან ითხოვა, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ", — განაცხადა მან.
TV პირველის დირექტორმა, ვატო წერეთელმა ზურაბიშვილს თავის კოლეგებთან ერთად შეხვედრას შესთავაზა. მთავარი არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას თქმით კი, ისინი გვარამიას გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, ამიტომ მთავარი არხი ზურაბიშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არ აპირებს.
"იცით, ნიკას დამოკიდებულება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, ამიტომ მთავარი არხი ამ მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი არ ვუერთდებით. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი დამოკიდებულება, ჩვენ პატივს ვცემთ ნიკას გადაწყვეტილებას", — ამბობს გაბუნია.
სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.
ამავე თემაზე:
- გვარამიას მალე ჩაანაცვლებს ივანიშვილი, მისი დაჭერით ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა — წერეთელი
- ქვეყანას ჰყავს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი — ზურაბ გუმბარიძე
- სოფო ლილუაშვილი: მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ — გამაგრდნენ
- რურუა გვარამიაზე: კიდევ ერთი პოლიტპატიმარი საქართველოში
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
კომენტარები