საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 5-წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს.
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.
"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ქართული ფეხბურთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გაძლიერებას. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სპორტსმენებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას. გვინდა ამ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია და რომელსაც უკვე ვახორციელებთ არაერთი წარმატებული თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტიორობა. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება. მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი", — განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
"ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ საქართველოს ბანკი გახდა ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი. ბანკი, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ გამორჩეული ჩემპიონატის ორგანიზებას", — განაცხადა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის პრეზიდენტმა.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები