უმნიშვნელოვანესია, მჟავანაძეზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელები სათანადოდ დაისაჯონ — თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია, სირცხვილიას დირექტორის, გიორგი მჟავანაძის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ, შეუფერხებლად და ეფექტიანად წარიმართოს და ძალადობაში მონაწილე პოლიციელები სათანადოდ დაისაჯონ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ სამოქალაქო აქტივისტის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ წარმოადგენს ერთ, განყენებულ ფაქტს. მათი თქმით, ეს ააშკარავებს პოლიციური სისტემის სრულიად მოშლილ, ძალადობისკენ მიდრეკილ სახეს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის ღირსებასა და მის უფლებებს.
"ამავე დროს, ცალკეული თანამშრომლების დასჯით სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია შეუძლებელი იქნება, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს ამგვარი პრაქტიკის მიზანმიმართულად გამოყენებას აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.
თბილისი პრაიდი უპირობო სოლიდარობას უცხადებს გიორგი მჟავანაძეს და მოძრაობას სირცხვილიას", — აღნიშნულია განცხადებაში.
სირცხვილიას დირექტორი 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში დააკავეს და ზაჰესში, დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
მჟავანაძე ჰყვება დაკავების დეტალებს და ამბობს, რომ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქტივისტის თქმით, განყოფილებაში მის სახელზე მისული წერილის ასაღებად მივიდა და ელოდებოდა, როცა პოლიციელმა ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა იქ, მან უპასუხა, რომ "ვიღაც" პოლიციელმა დაურეკა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, გარეთ მოცდა მოსთხოვეს, რაზეც უპასუხა, რომ შენობა მათ არ ეკუთვნით, ხალხისაა და ჰქონდა იქ ყოფნის უფლება.
აქტივისტი ამბობს, რომ გარეთ ძალით გაიყვანეს, რის შემდეგაც დააკავეს. მისივე თქმით, არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა დასამცირებლად და ასევე, ემუქრებოდნენ.
"მსუყე მეუბნება: "მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს *ლეზე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც". კარგი ცხოვრებით გიცხოვრია-მეთქი, სხვა რაღა უნდა მეთქვა.
ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ეს მსუყე გამუდმებით მიმეორებდა რომ თუ არ გავჩუმდებოდი ჩამიყვანდა ქვედა სართულზე და "პირში მომ*ემდა". რაღაც მომენტში გადაეკეტა, ისევ გამოიქცა დასარტყმელად და ვიღაცებს ეყოთ გონება რომ შეეკავებინათ. მერე დაუძახა ვიღაცას, მიდი მიდი გამოიტანე რა გადავპარსოთ თავი ამ ნაბო*არსო. გამეცინა, საიდან გაუჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ თავი უნდა გადაეპარსა. მერე დააყოლა *ლესთანაც უნდა გაგპარსოო. ვახ მეთქი.. ანუ ჩემი *ლის გაპარსვის იდეა... დაუჯერებელი იყო.
მერე ისევ ეს კანკავა მოდის და მაგინებს და მეუბნება: "შე პიდა*ასტო, რანაირად გაცვია, ეგრე რო არ უნდა მოხვიდე პოლიციის განყოფილებაში არ იცი? ნახე რას გავხარ შე პიდა*ასტო, მიდი ერთი გადაუღე ფოტო რა რანაირია", — ეუბნება პოლიციელებს, რომლებმაც წამომაგდეს ფეხზე დამაყენეს და გადამიღეს ფოტო. არადა მშვენივრად მეცვა", — წერს ის.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები