ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს შვეიცარიული სასამართლოს გამოყენებაში ადანაშაულებს
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მხრიდან დაზარალებულთა ინტერესების დამცველი ჯგუფი CS Victims ბიძინა ივანიშვილის სახელით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბანკს შვეიცარიული სასამართლოს გამოყენებაში ადანაშაულებს.
უფრო კონკრეტულად CS Victims შვეიცარიის სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს, რომელშიც Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
ივანიშვილის წარმომადგენლების თქმით, Credit Suisse დაეთანხმა სასამართლოს და აიღო ვალდებულება, დაებრუნებინა თანხა ივანიშვილისთვის, მაგრამ დაამატა პირობა — "როდესაც ბანკი დაიბრუნებს ამ თანხას მესამე პირებისგან".
CS Victims წერს, რომ სასამართლოს მხირდან გადაწყვეტილებაში ჩაწერილმა ამ პირობამ დაზარალებულისთვის თანხის დაბრუნების აღსრულების საკითხი თავდაყირა დააყენა.
ივანიშვილის წარმომადგენლების თქმით, ბანკი შვეიცარიის სასამართლოს იყენებს, რათა თავიდან აიცილოს დაზარალებულისთვის თანხის დაბრუნების პასუხისმგებლობა.
განცხადებაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის აპრილში ბანკმა კლიენტს 130 მილიონი დოლარიდან 80 მილიონი გადაუხადა, ანუ ის ნაწილი, რომელიც მესამე პირებისგან ამოიღო — დარჩენილ 50 მილიონი კი უკვე 36 თვეა, რაც გადაუხდელია.
განცხადების მიხედვით, ბანკი ამბობს, რომ დარჩენილ 50 მილიონს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს, თუ მის ამოღებას მესამე პირებისგან შეძლებს.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში შვეიცარიის პროკურორმაც კი დაადასრურა სასამართლოს გადაწვეტილება, Credit Suisse-მა დაზარალებულ კლიენტებს დაუბრუნოს თანხები, თუმცა ბანკმა გამოიყენა სასამრთლო, რათა თავიდან აიცილოს თანხის გადახდა", — წერია განცხადებაში.
მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა და ამის მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. ივანიშვილის წარმომადგენლი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.
11 მაისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი "მეტად საეჭვოდ" დაემთხვა.
ყიფიანის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში "გარკვეული შეფერხებები" შეექმნა.
ადვოკატისვე თქმით, ყოველივე ამას "დროში უცნაურად ემთხვევა" ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.
ყიფიანმა თქვა, რომ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებასთან და ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები არ უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან მიმდინარე დავას და ხაზს უსვამს, რომ "ხელოვნურად შექმნილი" პრობლემები ივანიშვილმა იურიდიული გზებით მოაგვარა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები