მაკდონალდს საქართველო Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
კომპანია მაკდონალდს საქართველო Mc Happy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.
McHappy Day-ის კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროეის მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობაა.
კამპანიის ფარგლებში მაკდონალდსი ორგანიზაცია პირველ ნაბიჯს დაეხმარება. კერძოდ, მაკდონალდს საქართველო უზრუნველყოფს დიღომში, გლდანსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.
რაც შეეხება დიღმის და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.
პირველი ნაბიჯი ამ ეტაპზე ყოველთვიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად, ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევის მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები მაკდონალდსის ყველა რესტორანში გაიყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა მიტანის სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების განათლებასა და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
McHappyDay-ის წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია მასტერქარდი, რომლის ჩართულობის შედეგადაც აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან, ლოიალურობის პროგრამის საშუალებით, 1000 ქულის სანაცვლოდ, მაკ ჰეფი დეის ფონდში 1 ლარი გადარიცხოს.
"მაკდონალდსისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა. მაკდონალდს საქართველო უკვე რამდენიმე წელია, McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას მართავს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთ ორგანიზაციას და ათეულობით ბავშვს დავეხმარეთ. წელს, ტრადიციულად, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას დავეხმაროთ და ჩვენი კამპანიით გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების ყოფას და გაუფერადებს მათ ცხოვრებას“, — აღნიშნავს ალექსანდრე შენგელია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.
წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია — გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება და 30 ივნისს დასრულდება.
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
კომენტარები