ვინჩესტერები — Supernatural-ის წინაისტორიის შესახებ სერიალი შემოდგომაზე გამოვა
ზებუნებრივ არსებებზე მონადირეები ქალაქში ბრუნდებიან!
Supernatural, რომელიც საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული სერიალია, 15 სეზონის შემდეგ 2020 წელს დასრულდა. თუმცა, მალევე გავიგეთ, რომ ძმები ვინჩესტერების მშობლების შესახებ სერიალზე, ანუ ზებუნებრივის წინაისტორიაზე მუშაობა დაიწყო. ამჯერად, უკვე სერიალის გამოსვლის დროც ვიცით და ტრეილერის ნახვის შესაძლებლობაც გვაქვს. ახალ სერიალს, სახელწოდებით The Winchesters (ვინჩესტერები), მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.
სერიალის ტრეილერში მთხრობელად დინ ვინჩესტერი (ჯენსენ ეკლსი) გვევლინება, რომელიც ამბის მოყოლას 1972 წლიდან იწყებს. მისი თქმით, ვინჩესტერების ოჯახის ისტორია ყოველთვის საიდუმლოებით იყო მოცული, ამიტომ მის გასარკვევად საჭიროა, დროში უკან დაბრუნდეს — მაშინ, როცა მამამისი ჯონ ვინჩესტერი ომიდან დაბრუნდა და დედამისს, მერი კემპბელს, შეხვდა.
ტრეილერში ვხედავთ, რომ დემონის ხელში აღმოჩენილ ჯონს მერი დაიხსნის. მოგვიანებით, წყვილი გადაწყვეტს, თავიანთი ოჯახების ტრადიციას მიჰყვნენ და ზებუნებრივ არსებებზე ნადირობა დაიწყონ.
ვინჩესტერებში მთავარ როლებს მეგ დონელი და დრეიკ როჯერი ასრულებენ. ამასთან, დინის როლში ეკლსს ისევ ვიხილავთ, თუმცა, იგი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.
ზებუნებრივი მაყურებელმა პირველად 2005 წელს იხილა და მას შემდეგ ის უამრავი ადამიანის საყვარელ სერიალად იქცა. 15 სეზონთან და 327 სერიასთან ერთად, ზებუნებრივმა რამდენიმე კომპანიონი, "სპინ-ოფ", სერიალიც მოიცვა. ვინჩესტერებიც ერთ-ერთი მათგანია.
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები