რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
სამსუნგის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების, Galaxy A სერიის 2022 წლის მოდელების გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო. მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი: ალტა (www.alta.ge), ელიტ ელექტრონიკსი (www.ee.ge, მეგატექნიკა (www.megatechnica.ge), მეტრომარტი (www.metromart.ge); და ყველა იმ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით დაგხვდება. ოფიციალურ სმარტფონებზე სამსუნგი მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა სურპრიზს, შეთავაზებასა და ფასდაკლებას შემოგთავაზებს.
უახლესი Galaxy A33, Galaxy A53 და Galaxy A73 მათი წინამორბედების უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული გაგრძელებაა. დიზაინის, მახასიათებლების, ფუნქციონალისა და ფასის მიხედვით, A სერიის მოდელები აკმაყოფილებს ყველა ტიპის მოთხოვნას. რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
Galaxy A73 — Galaxy A სერიის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელია, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებით, გაუმჯობესებული კამერითა და 2-დღიანი აკუმულატორით წარმოადგენს მულტიფუნქციურ სმარტფონს. A73 აღჭუვილია უსაზღვრო O ტიპის 6.7"-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც 120Hz_იანი განახლების სიხშირე და FHD+ რეზოლუცია აქვს.
პირველად Galaxy A სერიის სმარტფონებში, Galaxy A73-ის მთავარი კამერა 108MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს ყველაზე მაღალ დეტალიზაციას A სერიაში. Galaxy A73 აღჭუვილია ახალი თაობის 6nm-იანი და 8 ბირთვიანი Snapdragon 778 პროცესორით. წინა მოდელთან შედარებით მისი გამოთვლითი წარმადობა 30%-ით, ხოლო გრაფიკული წარმადობა 60%-ით არის გაზრდილი. ასევე 15%-ით არის გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობაც. A73 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით. Galaxy A73 არის ორ SIM-ბარათიანი, აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა და ასევე microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი. Galaxy A73 შეძენას შეძლებ რუხ, მწვანე და თეთრ ფერებში.
Galaxy A53 — მის ძირითად ძლიერ მხარეებს მაღალი ხარისხის ეკრანი, მულტიფუნქციური კამერა და დიდი აკუმულატორი წარმოადგენს. ის აღჭურვილია უსაზღვრო O ტიპის 6.5"-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 120Hz-იანი მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით. გამოსახულების გარჩევა მზეშიც არ წარმოადგენს პრობლემას. აღსანიშნავია თვალის კომფორტის ფარი, რომელიც კონტენტისა და განათების მიხედვით ფილტრავს გამოსახულებას და ხდის მას ნაკლებად დამღლელს თვალისათვის.
Galaxy A53-ის მთავარი კამერა 64MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ დეტალიზაციას. მთავარი კამერა, ასევე, ოპტიკური სტაბილიზაციითაა აღჭურვილი. არასაკმარისი განათების პირობებში, კი ღამის რეჟიმი ერთვება რომელიც 12 კადრის გაერთიანებით შემოგთავაზებს საუკთესო შედეგს. გარდა მთავარი კამერისა, Galaxy A53 აღჭურვილია 3 ძირითადი კამერით: 12MP-იანი ულტრაგანიერი კამერა იდეალურია პეიზაჟებისა და ინტერიერის გადასაღებად; 5MP მაკროკამერას უკვე 2-3 სმ-დან შეუძლია აიღოს ფოკუსი და გადაიღოს შთამბეჭდავი მაკრო ფოტოები. 5MP სიღრმის სენსორი ურუნველყოფს ეფექტურ პორტრეტის ფოტოებს, ფონის გაბუნდოვნებით.
Galaxy A53 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5 ნანომეტრიანი და 8 ბირთვიანი Exynos 1280 პროცესორით. მუშაობის ხანგრძლივობაზე 5,000 mAh აკუმულატორია პასუხისმგებელი. ახალი სისტემა Android 12 და ინტერფეისი One UI 4.1 გონივრულად და ეკონომიურად იყენებენ აკუმულატორს, რის შედეგადაც 1 დამუხტვით სმარტფონი 2 დღე იმუშავებს. A53-ს 25W-იანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. Galaxy A53 საკმაოდ დაცული სმარტფონია. ის წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით. ეკრანის განბლოკვა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობით, ასევე, ეკრანს მიღმა ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით.
Galaxy A53 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით და მის შეძენას შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერში შეძლებ.
Galaxy A33 — გამოყენებულია მინიმალისტური და სოლიდური დიზაინი სწორი გვერდებით, რაც სამსუნგის 2022 წლის სმარტფონების ტრენდს წარმოადგენს. დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ასეთი დიზაინი ყოვედღიურობაში უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, მათ შორის სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებისას.
Galaxy A33 გვთავაზობს შთამბეჭდავ მულტიმედია გამოცდიელბას ძალიან მაღალი ხარისხის ეკრანითა და სტერეო ჟღერადობით. ის აღჭუვილია უსაზღვრო U ტიპის 6.4’"-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 90Hz-იანი მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით.
Galaxy A33-ის მთავარი კამერა 48MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ დეტალიზაციას. პირველად A სერიის 3-იანში მთავარი კამერა, ასევე, ოპტიკური სტაბილიზაციითაა აღჭურვილი, რაც რადიკალურად აუმჯობესებს როგორც ფოტო, ასევე ვიდეოგადაღების ხარისხს. ძირითადი კამერის გადაღების რეჟიმებიდან საინტერესოა აჩქარებული და შენელებული ვიდეოგადაღებები.
Galaxy A33 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5nm-იანი და 8 ბირთვიანი Exynos 1280 პროცესორით.
A სერიის დანარჩენი წარმომადგენლების მსგავსად, A33-იც საკმაოდ დაცული სმარტფონია, რომლიც წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით, ხოლო ეკრანი Corning Gorilla Glass 5 სტანდარტით არის დაცული. აქ, ასევე, ვხვდებით ისეთ საინტერესო სერვისებსა და ფუნქციებს, როგორიცაა: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, სარკმლის ხედვის რეჟიმი და სხვა. A33 ხელმისაწვდომია, 6GB/128GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით, შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერებში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს!
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები