სახელები და გვარები დაასახელოს, ან ბოდიში მოიხადოს — საპარლამენტო ოპოზიცია კობახიძის ბრალდებებზე
საპარლამენტო ოპოზიცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბრალდებას ეხმაურება, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული პოლიტიკოსები "ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას" აწარმოებენ. დეპუტატი, გიორგი ვაშაძე კობახიძეს მტკიცებულებების ჩვენებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
"მას ვუთხრა, რომ კონკრეტულად დაასახელოს სახელი და გვარები იმ დეპუტატების თუ იმ ოპოზიციონერების, ვინც დადიან და მეორე, მოიტანეთ მტკიცებულებები ამ ბრალდებების. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე და მთლიანად ქართული ოცნება მიეჩვია ტყუილების რახა-რუხს პრესკონფერენციებზე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. და თუ ამის მტკიცებულება არ გაგაჩნიათ ქართულ ოცნებას, თუ ამის მტკიცებულებას დღეს არ მოიტანს ირაკლი კობახიძე, მოვითხოვ მისგან, საჯარო ბოდიში მოუხადოს ყველა ოპოზიციონერს, ბოდიში მოუხადოს აბსოლუტურად ყველას", — თქვა მან.
სახელებისა და გვარების დასახელებისკენ მოუწოდებს კობახიძეს მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები პირადად მისთვის შეურაცხმყოფელია.
"ასეთი ბრალდებები, ჩემთვის მაგალითად, პერსონალურად შეურაცხმყოფელია. მე მაინტერესებს ვინ არიან ეს ადამიანები, მათ, ალბათ, აქვთ სახელი და გვარები და ეს სახელები და გვარები უნდა ითქვას", — განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე საერთო წერილი მოამზადეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ოპოზიციის მხარდაჭერა დააფიქსირონ. იოსელიანი დასძენს, რომ წერილი მალე გასაჯაროვდება.
"მინდა იცოდეს ყველამ, რომ როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგვაჩნდეს მმართველ პარტიასთან ბევრ საკითხში, არის საკითხები, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის და ზოგადად, ყველაფერზე უფრო მაღლა დგას — ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ სულისკვეთებაში ჩემი კოლეგები ჩემთან ერთად არიან და ჩვენ ვართ ერთიანი და ამ ერთიანობას ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აუცილებლად დავადასტურებთ", — აღნიშნა მან.
როგორც კობახიძემ გუშინ, 23 მაისს თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები "რადიკალური ოპოზიციიდან დერეფნებსა და კაბინეტებში დადიან" და ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები