ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის სამიტზე ლიდერება რუსული ნავთობის ემბარგოს შეთანხმებას მიაღწიონ.

"მე არ ვფიქრობ, რომ სამიტი ამისთვის შესაფერი ადგილია. ჩვენ სამიტზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ [...] ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გრძელდება", — განაცხადა მან.

6 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, სანქცირებულთა სიაში იქნებიან ის სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ამასთან, ლაიენმა აღნიშნა, რომ აპირებენ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად გაუქმებას, რათა ზეწოლა რუსეთზე გაიზარდოს.