კობახიძის თქმით, მოსამართლეზე აშშ-ის საელჩოს დუმილი ქართული ოცნების პოზიციაზე თანხმობის ნიშანია
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე აშშ-ის საელჩოს დუმილი მათ პოზიციაზე თანხმობის ნიშანია. მისი თქმით, ამით დადასტურდა, რომ "ბრალდებები", რასაც ოპოზიცია საელჩოს უყენებდა, იყო "ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია.
"ჩვენ ვთხოვეთ, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის საელჩოს, რომ გაევრცელებინათ ამის საპირისპირო ინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებდა და ჩვენ ისიც გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთება საელჩოს გაუჭირდება, იმიტომ, რომ უხერხულია იმაზე საუბარი, რომ დისკრიმინაციას არ ვაკეთებ, ხომ. ბუნებრივია, უხერხულობას შეიცავს ასეთი განცხადება. ჩვენ გვესმის, აბსოლუტურად, ამერიკის საელჩოში.
დადასტურდა, პრაქტიკულად, უკვე, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა ამერიკის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით, რომ აშშ-ის საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, არ ჩავდივარ დისკრიმინაციას", — თქვა მან.
მისი თქმით, შესაბამისად, ძალაში დარჩა, რომ ოპოზიცია აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციასა და დანაშაულის ჩადენას "აბრალებდა", ხოლო საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო "სიცრუე და ცარიელი პროპაგანდა".
16 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა. 20 მაისს რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში მიდიოდა.
20 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ არ უპასუხა კითხვას, მოხსნეს თუ არა აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან. როგორც მან On.ge-ის განუცხადა, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები