სახელისუფლებო ტროლები და ანტილიბერალური გვერდები გვარამიას დისკრედიტაციას ცდილობენ
16 მაისს სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კრიტიკული მედიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეს.
პარალელურად გააქტიურდნენ სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები. ისინი გვარამიას და მთავარი არხის ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობენ. მათი რიტორიკა ნაწილობრივ იმეორებ ქართული ოცნების მესიჯბოქსებს.
ამას მითების დეტექტორის კვლევაც ადასტურებს. ორგანიზაციამ მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 16 ყალბი ანგარიში და 16 Facebook გვერდი გამოავლინა. აქედან სამის, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტების/journalist fails, პოლიტიკური აბსურდისა და არქივის პოსტები დასპონსოებულია. ორგანიზაციის განცხადებით:
16 Facebook გვერდიდან:
- 12 ანტიოპოზიციური და ქართული ოცნების მხარდამჭერია;
- 4 ანტილიბერალური და კრემლისტური;
- 3 ახალი შექმნილია.
16 ყალბი ანგარიშიდან:
- 14 სხვადასხვა სოციალურ ქსელის მომხმარებლისა და სხვა ცნობილი ადამიანების იდენტობას იპარავს;
- 2 იდენტობას მალავს;
- 4 ახალი შექმნილია;
- 8 Facebook ანგარიშს მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრდიტირებელი ფეისბუკ გვერდები;
- 8 Facebook ანგარიში მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყო ჩართული.
Facebook გვერდები
მთავარი არხის დამფუძნებლის დაკავების შემდეგ, ზოგიერთი ქართული ოცნების მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური, ასევე, ანტილიბერალური და კრემლისტური Facebook გვერდები დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთვნენ და ნიკა გვარამიას შესახებ სატირულ პოსტებსა და შეურაცხმყოფელ ილუსტრაციებს ავრცელებდნენ.
MDF-ის ინფორმაციით, გვარამიას მადისკრედიტებელი პოსტები Facebook გვერდებზე პოლიტიკური აბსურდი დასპონსორებულია — თანხას ნათელა კილაძე იხდის. ის ფულს ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდის, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები/journalist fails პოსტების დასპონსორებაშიც ხარჯავს. დასპონსორებულია არქივი ის პოსტებიც, რომლებიც გვარამიას სხვადასხვა დროინდელ განცხადებებს აერთიანებს.
ორგანიზაციის განმარტებით, გვარამიას დისკრიმინაციის მიზნით, ჰომოფობიური მოტივით, ფოტომანიპულაციაც გაავრცელეს. რომელშიც თითქოს გვარამია და გაბუნია ერთმანეთს კოცნიან. ფოტო 2021 წელს მითების დეტექტორმა გადაამოწმა და დაამტკიცა, რომ რეალურ კადრზე გვარამიასა და გაბუნიას შორის ჟურნალისტი ანა ასათიანი დგას.
გარდა ამისა, ვრცელდებოდა გაბუნიასა და სხვა ჟურნალისტების დამცინავი ილუსტრაციები და ვიდეოები.
მითების დეტექტორის მიერ, ახლად შექმნილი გვერდებს შორისაა პოლიტიკური სამარე, მიშინგი და ალტ-meme. მათზე ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მთავარ არხთან დაკავშირებული პირების მადისრედიტირებელი პოსტები ქვეყნდება. ალტ-meme კი ანტილიბერალური Facebook გვერდია და ალტ-ინფოსთან აქვს კავშირი.
ყალბი ანგარიშები
ყალბი ანგარიშები სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული სიახლეების ქვეშ გვარამიას დაკავების გამო კმაყოფილებას გამოხატავდნენ და წერდნენ, რომ, როგორც იქნა, სამართალი აღსრულდა და ის უკვე დიდი ხნის დაჭერილი უნდა ყოფილიყო.
მითების დეტექტორის გამოვლენილი ერთ-ერთი ანგარიში წერდა, რომ "სექტა" და მასთან დაკავშირებული პირები ხელისუფლებისგან შორს უნდა ყოფილიყვნენ. ასევე, პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ამტკიცებდა, რომ გვარამიას დაკავებას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პროსახელისუფლებო და ანტილიბერალური გვერდები კრიტიკული მედიებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დისკრედიტაციას ცდილობენ. ისინი ძირითადად აქტიურდებიან მაშინც, როცა მთავრობას კრიზისული სიტუაცია აქვს და მმართველი გუნდის ნარატივებს ატარებენ.
წაიკითხეთ ჩვენი სტატიები მსგავს თემაზე და გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები