საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, დღეის მონაცემებით, უკრაინაში ბრძოლების დროს 11 ქართველია დაიღუპული. მისი თქმით, ისინი გმირები არიან, რომელთა სახელები უკვე შევიდა ისტორიაში.

"სამწუხაროდ, ამ ბარბაროსული ომის შედეგად და იმ მტკიცე, მძლავრი მოქმედებების შედეგად, რომელიც უკრაინა ეწევა, უკრაინასაც აქვს დანაკარგები/ ომის განმავლობაში 155-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა მიიღო გმირის წოდება, მათგან 75-მა სიკვდილის შემდეგ.

იმ გმირებს შორის, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის დაცვის დროს, დღეის მონაცემებით, 11 ქართველი მოხალისეა. ჩვენთვის ისინი გმირები არიან, მათი საქციელი არის მაგალითი სიმამაცის, გაუტეხლობის და გმირობის ქართველი ხალხის, რომელიც უკრაინელ ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად შევიდა ისტორიაში. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით მათ წინაშე და ყოველთვის გვემახსოვრება ისინი", — განაცხადა კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში