ალეკო ელისაშვილი

27 May. 2022, 16:18

მთავარი საყვედური არ ის, რომ არ აღიზიანებთ, იმიტომ, რომ სუსტები ვართ. რატომ ვართ ასეთი სუსტები? ასეთი დაუცველები? 10 წელია ხელისუფლებაში ხართ, მეორედ ხართ პრემიერმინისტრი. სულ მცირე, თუ სახელმწიფო ვართ, ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა ვიყოთ მზად: სტიქიური უბედურებისთვის და ათასი კატაკლიზმისთვის. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატომ არის ასეთი მოშლილი?

მეტროს გარდა რომ თავშესაფარი არსად არ არის და მეტროც მხოლოდ თბილისშია. გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა? გვაქვს თავშესაფრები? გვაქვს მარაგები? ასეთი არხეინები რატომ ვართ? იყავით თავდაცვის მინისტრი და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რის იმედად ვართ? პუტინი რომ დილით გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ?

ასე მიმართა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის პროცედურის დროს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!

როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი…