ფემინისტური ლიტერატურა, რომელიც წიგნის ფესტივალზე უნდა შეიძინოთ — სალომე ბენიძე | VELI.store
ერთხელ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა — არაჩვეულებრივად ნიჭიერმა და შესანიშნავი ლიტერატურული გემოვნების მქონემ, მითხრა: "რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანს მილორად პავიჩი, როცა ლათინური ამერიკის ლიტერატურა წაგიკითხავს?" მილორად პავიჩი ერთერთია ჩემს საყვარელ მწერლებს შორის და მისი ეს რიტორიკული კითხვა თუ გადაკრული ნათქვამიც სწორედ მე მეხებოდა. ისეთ კითხვებზე, როგორიცაა — რატომ უნდა გიყვარდეს რომელიმე მწერალი, ან რომელია წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, სანამ ცოცხლები ვართ, ალბათ პასუხები არასოდეს მექნება. ლიტერატურული სიყვარული, მე თუ მკითხავთ, უცნაური, უაღრესად ინტიმური რამაა და მისი გზებიც ისეთივე შეუცნობელია, როგორც ყველა სხვა სიყვარულის, რომელსაც ადამიანები ცხოვრების განმავლობაში განვიცდით. ამიტომ, როგორც ოფიციალური დოკუმენტების წერას შეჩვეული ადამიანი, აქვე გავაკეთებ პატარა შენიშვნას: წინამდებარე სია უსაშველოდ სუბიექტურია და შესაძლოა, არ გამოხატავს ნობელის კომიტეტის, რომელიმე ლიტერატურული პრემიის ჟიურის, ლიტერატურის ღვაწლმოსილი კრიტიკოსების და სოცმედია ინფლუენსერების მოსაზრებებს.
წლევანდელ წიგნის ფესტივალს თვალს შორიდან ვადევნებ — როგორც ყოველთვის, ახლაც გზაში ვარ. განსაკუთრებით, ჩემისთანა მოგზაურ ადამიანებს მინდა გაგიზიაროთ ონლაინ საყიდელი წიგნების ჩემეული მოკლე სია, რომელში შესულ წიგნებს ერთი რამ აერთიანებთ — ისინი არაჩვეულებრივმა ქალებმა დაწერეს, და მათში ხმამაღლა და გაბედულად ისმის ქალების ხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკარგული და მიჩუმებული იყო მსოფლიო ლიტერატურაში.
1. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი — ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ
ვის ეშინია ფემინიზმის? პირველ რიგში, მას, ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, მას, ვისაც ვერ გაუაზრებია, როგორ ცვლის ფემინისტური მიდგომები და გენდერული თანასწორობის იდეა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობისკენ. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილი ვარსკვლავია და გარდა დიდებული მწერლისა, შესანიშნავი სპიკერიცაა, მარტივად და გასაგებად, კონკრეტული მაგალითებით ხსნის, თუ რას ნიშნავს ფემინიზმი პრაქტიკაში და რატომ უნდა ვიყოთ ყველანი ფემინისტები. როცა ამ წიგნს დაინახავთ, "თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?"
2. თამთა მელაშვილი — აღმოსავლეთით
თამთა მელაშვილი თანამედროვე ქართველი ლიტერატურის ბრწყინვალე სახელი და გამორჩეული ხმაა, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება უფრო მის გათვლას და შაშვი, შაშვი, მაყვალს იცნობს, ვიდრე ამ შესანიშნავ წიგნს, რომელსაც ჩემს შვიდეულში წარმოგიდგენთ. აღმოსავლეთით ელენე დარიანით შთაგონებული წიგნია და ვფიქრობ, ბოლო პერიოდში დარიანის პიროვნების გარშემო ხელახლა გაჩაღებული ცხარე კამათის გათვალისწინებით, თამთას ტექსტი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას და ჩაღრმავებას იმსახურებს.
3. ლაურა ესკიველი — როგორც წყალია შოკოლადისთვის
არ არსებობს საყვარელი თუ გამორჩეული წიგნების სია, რომელშიც ამ წიგნს არ შევიტან. საოცარი სურნელებითა და გემოებით, ვნებებითა და ბრძოლებით სავსე ტექსტში, სიყვარული მთავარი გმირია. ის ზოგჯერ დამარცხებულია, მაგრამ მაინც ყოვლისშემძლე, მოგზაურია, რომელიც ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ უბრუნდება სახლს, მიწაა, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ, განსაკუთრებული სილამაზით იღვიძებს. თუ დამიჯერებთ და ამ წიგნს გვერდს არ აუვლით, აუცილებლად მოგინდებათ, თავადაც ჩაიდინოთ ჯადოქრობა. შინ თუ გარეთ? სამზარეულოში? საძინებელში? იქნებ სულაც მექსიკაში? — ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
4. საფო მგელაძე — ქარიშხლის ფრთებზე (და სხვა რომანები)
ამბობენ, რომ როცა საფო მგელაძის ლიანა ლორდია პირველად გამოიცა, წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა და ისეთი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში, განსაკუთრებით — ახალგაზრდა ქალებში, რომ ახალშობილ გოგოებს, რომანის მთავარი გმირის სიყვარულით, ხშირად არქმევდნენ ლიანას. მაინც რა იყო განსაკუთრებული საფოს ტექსტებში? საფომ გაბედა, ისეთ ქალებზე დაეწერა, როგორებსაც სხვაგან ვერ ნახავდით, ისეთებზე, როგორებადაც ჩვენ ვხედავდით საკუთარ თავებს, ჩვენი მიზნებით და სურვილებით, ბედნიერებით და ტკივილებით, ჩვენი არჩევანით და დილემებით, ყოველდღიური საზრუნავით და ვნებებით, არაიდეალურებზე, არაქალღმერთებზე, ჩვეულებრივებზე. დროის ქარტეხილებში საფოს სახელი და სახე თითქოს დავიწყებას მიეცა და დღეს ის თავიდან გვყავს აღმოსაჩენი, როგორც საეტაპო მნიშვნელობის ავტორი, რომელმაც სრულიად არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, განსაკუთრებით — ქალებს.
5. ანა კორძაია-სამადაშვილი — ზინკა ადამიანი
ანას ტექსტები ჩემი სულ სხვა სიყვარულია, რომელიც არც კი ვიცი, როგორ უნდა ავხსნა, რადგან სიყვარულის ახსნა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. ზინკა ადამიანი არის წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით, რამდენიმე საათში წავიკითხე, შემდეგ კი კარგა ხანს ვიცხოვრე მისით, მის სამყაროში, მის განწყობაში, მის ხასიათში და გასაოცარ სევდაში, წიგნი, რომელიც სამყაროს დააპაუზებს თქვენს გარშემო, საშინლად აჩქარებულ ყოველდღიურ რიტმს შეანელებს და ადამიანად ყოფნაზე დაგაფიქრებთ.
6. ნანა აბულაძე — აკუმი
მე იმ სამყაროსი მჯერა, რომელიც თამამი ფიქრებით სავსე, მაძიებელი, საზღვრების არმცნობი და თავისუფლების მოყვარული გოგოებისაა. ნანა აბულაძე კი, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ასეთი გოგო და ავტორია. აკუმი მათთვისაა, ვისაც ავტორის უკიდეგანო სამყაროში ჩაძირვის, აღმოჩენების და კითხვების არ ეშინია. და მათთვისაცაა, ვისთვისაც ლიტერატურული პრემიები წიგნის ავკარგიანობაზე მეტყველებს, რადგან ნანა აბულაძის რომანმა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში "საბაც" მიიღო და "თავისუფალი ლიტერაც". ხშირად მსმენია, რომ ადამიანები თავს არიდებენ დებიუტანტი, ქართველი ავტორების წაკითხვას, რასაც ვერაფრით ვამართლებ. ამიტომ ნანას წიგნს ხაზგასმით და დაჟინებით გირჩევთ.
7. დიანა ანფიმიადი — ჩრდილის ამოჭრა
პოეზიის გარეშე ვერცერთი სია ვერ იარსებებს. როცა მეკითხებიან, "ვინ არის ძალიან მაგარი, მართლა მაგარი: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, დაუფიქრებლად ვამბობ, რომ დიანა ანფიმიადი, და სულაც არ მგონია, რომ სუბიექტური ვარ. დიანა რომ მაგარი პოეტია, ამაში The Guardian-იც მეთანხმება და მგონი, ყველა ის ადამიანიც, ვინც ერთხელ მაინც ეზიარა მისი ლექსების საოცარ მუსიკას და რიტმს. თუ მაინც მეტყვით, რომ ახლა პოეზიის დრო არ არის, მე გიპასუხებთ, რომ პოეზიის დრო სულ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადარჩენისთვის ვიბრძვით.
სასიამოვნო ლიტერატურულ მოგზაურობას გისურვებთ!
თუკი რომელიმე წიგნმა დაგაინტერესათ და ფესტივალზე წასვლას ვერ ახერხებთ, არც მაგაზე იღელვოთ. ასეთ შემთხვევაში, ფესტივალი თავად მოვა თქვენთან, ვინაიდან VELI.Store და წიგნების ფესტივალი დამეგობრდნენ და VELI.Store-ზე ნებისმიერი წიგნის შერჩევისა და შეძენის შემთხვევაში, კურიერი მას სამი საათში, სასურველ ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები