ეს შოუ რომ დავიწყეთ, სიტყვა "გეის" თქმაც კი არ შემეძლო — როგორ დაემშვიდობა ელენი მაყურებელს 19 წლის შემდეგ
ეკრანზე გატარებული 19 წლის შემდეგ ცნობილი ამერიკული ტელეგადაცემა, ელენის შოუს, დაიხურა. გადაცემის ბოლო ეპიზოდი ცოტა ხნის წინ გავიდა ეთერში. მისი ავტორი და წამყვანი ელენ დეჯენერესი კი მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა.
ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ ელენის შოუ მომდევნო სეზონით დასრულდებოდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი კონტრაქტის ამოწურვაა, მეორე მხრივ კი — შოუს და მისი წამყვანის რეპუტაციის შელახვა რასიზმისა და შევიწროების ბრალდებების შემდეგ.
გადაცემის ფინალური ეპიზოდის მონოლოგში დეჯენერესმა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ შეიცვალა სამყარო ლგბტქ ადამიანების მიმართ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
"20 წლის წინ, როცა შოუს გაყიდვას ვცდილობდით, არავის ეგონა, რომ ეს გამოვიდოდა", — ჰყვება ელენი, — "იმიტომ კი არა, რომ შოუ იყო განსხვავებული, იმიტომ, რომ მე ვიყავი განსხვავებული. ეს გადაცემა რომ დავიწყეთ, სიტყვა 'გეის' თქმაც კი არ შემეძლო. ამის უფლება არ მქონდა. ვერ ვამბობდით 'გეის'. ვერც სიტყვას 'ჩვენ', რადგან ეს მიუთითებდა, რომ მე ურთიერთობა მქონდა. რა თქმა უნდა, არც 'ცოლის' ხსენება შემეძლო, რადგან მაშინ გეი ადამიანებს ქორწინება არ შეეძლოთ. ახლა კი სულ 'ცოლს' ვიძახი".
დეჯენერესმა ასევე აღნიშნა, რომ 25 წლის წინ მისი სიტკომი იმიტომ დახურეს, რომ "არ სურდათ, ლესბოსელი ყოველკვირეულად გამოჩენილიყო ტელეეკრანზე".
"კარგი, მაშინ ყოველდღე ვიქნები ეთერში. ამაზე რას იტყვით?"
მონოლოგის დასრულების შემდეგ ელენმა თავის DJ-სთან ერთად იცეკვა. ამის მერე კი სტუმრების ჯერიც დადგა. ფინალურ გადაცემაში პირველი ეპიზოდის სტუმარი, მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, მოიწვიეს. ენისტონი ელენის შოუში ჯამში 20-ჯერ იყო.
გადაცემის მეორე სტუმარი მომღერალი ბილი აილიში აღმოჩნდა, რომელიც შოუში პირველად 2018 წელს, 16 წლის ასაკში გამოჩნდა.
"ძალიან მეშინოდა", — გაიხსენა ბილიმ პირველი ვიზიტი ელენთან, — "ეს შოუ ჩემი დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყე. სულ ჩემს სახლში იყავი, ყოველდღე. სამზარეულოში რომ შევდიოდი, დედა შენ გიყურებდა ხოლმე".
აილიშის შემდეგ ფინალურ ეპიზოდში P!nk ვიხილეთ, რომელმაც შოუში ბოლო მუსიკალური პერფორმანსი შეასრულა.
"უცნაური გრძნობაა, რადგან დიდი ხანია, გიცნობ და ჩემს ცხოვრებაში ბევრს ნიშნავ, მაგრამ ყველას ცხოვრებაშიც ასეა", — განაცხადა პოპვარსკვლავმა, — "მომღერლობა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად მინდოდა. შენ კი ეს ბევრი მხრივ მოახერხე. შეიძლება მე ადამიანებს ტკივილის პოვნაში ვეხმარები. შენ კი მათ ბედნიერებას აპოვნინებ ხოლმე".
დასასრულს ელენმა მადლობა გადაუხადა თავის თანამშრომლებსა და შოუს პროდიუსერებს. ამის შემდეგ კი მან კიდევ ერთხელ მიმართა მაყურებელს.
"თუკი რამე გამიკეთებია ბოლო 19 წლის განმავლობაში, იმედია, გიბიძგეთ, რომ თქვენი თავი იყოთ. თქვენი ნამდვილი თავი", — განაცხადა ელენმა, — "და თუკი ვინმეს ჰყოფნის გამბედაობა, რომ გითხრათ, ვინ არის, თქვენც გამოიჩინეთ სიმამაცე და მხარი დაუჭირეთ მას, მაშინაც კი, თუ მისი არ გესმით. ისინი ხომ გაჩვენებენ, ვინ არიან სინამდვილეში, ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომლის ჩუქებაც შეუძლიათ. თქვენი გულისა და გონების კარის გაღებით უფრო თანამგრძნობი გახდებით. თანაგრძნობა კი ისაა, რაც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს. დიდი მადლობა, რომ ამ მოგზაურობაში გამომყევით. თქვენს სიყვარულს ვგრძნობ და პასუხადაც იმავეს გიბრუნებთ. ნახვამდის".
შოუს პირველი გადაცემა გაიხსნა კადრით, სადაც ელენი სავარძელში იჯდა და ტელევიზორში საკუთარ თავს უყურებდა. ამჯერად, ფინალურ ეპიზოდში, იგი სავარძელში დაბრუნდა და ტელევიზორი გამორთო.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები