გვარამია: დღეს კობახიძემ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა — მე პოლიტიკური
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ექსპრეზიდენტს სასიკვდილო, მას კი პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. ასე ეხმაურება ის კობახიძის განცხადებას, რომ "სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია".
"დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი. ჯერ ერთი, პირდაპირ გამოაცხადა, რომ ჩემი პატიმრობის წინაპირობა ქართული ოცნების მოგონილი "ქვეყნის მტრობა და ეკლესიის მაგინებლობაა". ამას გარდა, განაცხადა სრული და მიზანმიმართული ტყუილი, რომ თურმე პოროშენკოზე და მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონზე მძიმე ბრალით ვარ ციხეში.
ცხადია, ეს სრული ტყუილია. ხსენებული ორი პირი ბრალდებულია უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებში. ჩემთვის ამგვარი ბრალდება ივანიშვილის პოლიტიკურ პროკურატურასაც კი არ წაუყენებია და მოსამართლე ჩხიკვაძის პოლიტიკურ განაჩენშიც კი არ წერია", — ამბობს გვარამია.
როგორც ის წერს, ასეთი განცხადებებით ნათელი ხდება, რომ სასამართლოს უკან ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი დგანან. გვარამიას თქმით, ეს ცხადყოფს იმასაც, რომ სასამართლომ მასსა და სააკაშვილის მიმართ ფორმალური შინაარსიც კი დაკარგა, რადგან გადაწყვეტილება უკვე წინსასწარაა ცნობილი.
გვარამია, ასევე, აღნიშნავს, რომ კობახიძის განცხადებები მათ "დაცვის ხაზს, როგორც სტრასბურგის, ასევე, საერთაშორისო ფორუმებზე, გააძლიერებს". თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
"ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილს და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას. ეს განცხადებები ასევე მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსის მოსპობას.
მინდა გავაწბილო კობახიძეც და ივანიშვილიც — მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც მოუწევთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაც და ხელისუფლებიდან წასვლაც. რაც მთავარია, მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და, მათი სასოწარკვეთილი მცდელობების მიუხედავად, არასდროს წავა რუსეთის მიმართულებით!" — წერს გვარამია.
დღეს, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში სააკაშვილის სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი და "არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს". გარდა ამისა, კობახიძის თქმით, ღიმილისმომგვრელია იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირმა საქართველოს უარი "სახელმწიფოზე გადამტერებული, ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო" უთხრას.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები