დენისოვას თქმით, რადას დეპუტატები მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავენ
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რადას დეპუტატები მისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებენ. ამ ეტაპზე კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ დენისოვას საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქამდეც არსებობდა.
"ახლა გავიგე, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ხვალ, 31 მაისს გეგმავენ მე, როგორც უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, უნდობლობა გამომიცხადონ", — აღნიშნა ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დენისოვას გადაყენების საკითხი რადას მომდევნო სხდომაზე განიხილება, პარტია ხალხის მსახურში ორმა წყარომ დაადასტურა.
არასამთავრობო ორგანიაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ტატიანა პეჩონჩიკმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაყენების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, დენისოვას კომპეტენტურობასა და დაუმოკიდებულობასთან უფლებადამცველებს ბევრი კითხვა აქვთ და ჯერ კიდევ 4 წლის წინ აპროტესტებდნენ "არჩევის პოლიტიზირებულ პროცესს", თუმცა ახლა უნდობლობის გამოცხადებას ის "უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ინსტიტუტზე ფეხის შეწმენდად" აფასებს.
"დენისოვამ ომბუდსმენის ინსტიტუტი პლინტუსამდე დაწია, მაგრამ ხალხის მსახურებს უნდათ ეს ფსკერი კიდევ უფრო დაბლა გახვრიტონ. დენისოვას გადაყენების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. მოხსნა კიდევ ერთი საშიში კანონის გამო სურთ, რომელიც 12 მაისს ამოქმედდა", — წერს ის და განმარტავს, რომ კანონი პარლამენტს აძლევს უფლებას, ომის დროს გამოხატოს უნდობლობა და თანამდებობიდან გადააყენოს ნებისმიერი პირი, ისინიც, ვისი გათავისუფლების საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული კონსტიტუციით ან შესაბამისი კანონებით.
უკრაინსკა პრავდას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მედიებმა გამოთქვეს შეშფოთება დენისოვას რიტორიკის გამო, რომლითაც მან რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები აღწერა. როგორც გამოცემა წერს, ათეულობით ჟურნალისტმა მოაწერა ხელი მიმართვას და ომბუდსმენს მოუწოდა, ასეთი სენსიტიური ინფორმაციის გავრელებისას ეთიკის შესაბამისად იმოქმედოს და კომუნიკაციის ფორმები დახვეწოს.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის, UNN-ის ინფორმაციით, ხალხის მსახურები დენისოვას დათხოვნაზე 2021 წელსაც საუბრობდნენ. მაშინ დეპუტატმა შესთავაზა პარლამენტს, შეიქმნას დროებითი სპეციალური კომისია, რათა შეამოწმონ დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტები.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები