რა ვიცით გალიფ ოზთურქის დაკავებაზე
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ადგილობრივი გამოცემები ამბობდნენ, დაკავებული იყო ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სასტუმრო მეტროს შენობაში მიმდინარეობდა, ადგილზე კი ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ბათუმელები კი აღნიშნავდა, რომ სპეცოპერაცია მეტრო ჰოლდინგში დღის პირველ საათზე დაიწყო და 9 საათი გაგრძელდა. მათი თქმით, ამ პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ეროვნებით თურქი ბიზნესმენის, საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ, რასაც არცერთი უწყება არ ადასტურებდა.
ამასთან, ბათუმელები წერდა, რომ მეტრო ჰოლდინგის დირექტორმა რაულ კახაძემ დღეს ჰოლდინგის სახელით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მუშაობდნენ იმაზე, რომ "ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას" სწორი შეფასება მიეცეს და ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება გატარდეს.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას", — აღნიშნავდა ის.
On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მხოლოდ ბათუმში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა დაგვიდასტურეს.
მოგვიანებით, საგამოძიებომ ერთი ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება, სადაც ინიციალები გ.ო. ემთხვევა მედიების ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი გალიფ ოზთურქია. ამის დასადასტურებლად On.ge ისევ დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს, თუმცა დამატებით დეტალებზე უწყება არ საუბრობს.
განცხადების თანახმად, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როგორც მის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე კომპანიაში.
უწყებაში ამბობენ, რომ საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, ასევე, სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათი თქმით, ამასთან დაკავშირებითაც გ.ო. საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით დააკავეს. უწყების განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გალიფ ოზთურქი მედიის ყურადღების ცენტრში აქამდეც არაერთხელ მოექცა. ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოს სოლიდარობის ფონდში მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებდა. გარდა ამისა, 2015 წელს აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ორ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ოზთურქის საქმიანობაზე წერდა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაც. მათი თქმით, 2018 წლის ნოემბერში თურქულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტამბოლის მე-19 სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ ოზთურქს მკვლელობის წაქეზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ოზთურქი ბათუმში გამოიქცა.
სააქციო საზოგადოება გრინ დაზღვევა საქართველოს ბენეფიციარი მესაკუთრეები გალიფ ოზთურქი და დიმიტრი ქუმსიშვილი არიან. ქუმსიშვილი კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოსაც ხელმძღვანელობს. საჯარო ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას ორი მთავარი მეწილე ჰყავს: შპს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები და სს მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია. სწორედ მეტრო ავრასიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრია გალიფ ოზთურქი. რაც შეეხება შპს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, კომპანიის 100%-ს გიორგი ყავლაშვილი ფლობს, რომელმაც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 2020 წელს ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა.
ბათუმელები 2021 წელს წერდა, რომ ბათუმში, ბონის დასახლებაში, მეტრო ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის მიერ უკანონოდ აშენებულ 9 კორპუსში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყო.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები