მომღერლები ჩივიან, რომ ტიკტოკების გადაღებას აიძულებენ
ცნობილი პოპვარსკვლავები ჩივიან, რომ თავიანთი ლეიბლები ტიკტოკების გადაღებას აიძულებენ.
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მომღერალმა Halsey-მ ტიკტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ სიმღერის გამოშვებამდე თავისი ხმის ჩამწერი სტუდია აიძულებდა, ვიდეოგაზიარების პოპულარულ პლატფორმაზე "ყალბად" გამოჩენილიყო.
"დავიღალე", — დაწერა მუსიკოსმა ვიდეოს აღწერაში.
პოპვარსკვლავის ვიდეომ ინტერნეტსივრცეში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მით უმეტეს, ბევრმა შენიშნა, რომ ვარსკვლავები, რომლებიც წინათ აპლიკაციას თავს არიდებდნენ — მაგალითად, ედ შირანი და FKA Twigs — ტიკტოკზე გამოჩნდნენ.
ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტიკტოკზე ვიდეოს გამოქვეყნება და ჩივილი, რომ ამის გაკეთებას ლეიბლი გაიძულებს, პლატფორმაზე ერთგვარ ტრენდადაც იქცა.
მიზეზის შესაძლო სხვადასხვაობის მიუხედავად, Halsey-ის ვიდეო, სადაც იგი ამბობს, რომ არ უნდა, ვირუსული ვიდეოების გადაღება უწევდეს, მართლაც ვირუსული გახდა. მომღერლის მტკიცება, რომ ეს "მთლიანად მარკეტინგია" სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ტიკტოკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი მუსიკაა, ლეიბლებსა და ხმის ჩამწერ სტუდიებს კი კარგად მოეხსენებათ, რომ პლატფორმას მილიარდი მომხმარებელი ჰყავს — შესაბამისად, თავიანთი შექმნილი პროდუქტის რეკლამირება მათ მილიარდიანი აუდიტორიისთვის შეუძლიათ.
ბერკლის კოლეჯის პროფესორი ჯორჯ ჰოუარდი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი ტენდენცია მას იმ დროს ახსენებს, როცა მომღერლებს დიდად არ ეპრიანებოდათ MTV-ისთვის ვიდეოკლიპების გადაღება.
ჰოუარდის თქმით, მუსიკოსებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ვირუსული ტიკტოკ ვიდეოების შექმნა. თუმცა, ამასთან, ლეიბლს სიმღერის გამოშვებამდე შეიძლება მისი წინასწარი რეკლამირება დასჭირდეს, რადგან ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულება სწორედ ესაა. ბერკლის პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ მომღერლებს ახალი მუსიკის გამოშვება არ შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოესურვებათ, რადგან ლეიბლის რესურსს იყენებენ.
"ეს თითიდან გამოწოვილი კამათის საგანია", — ამატებს ჰოუარდი, — "თუკი გსურთ, რომ მუსიკოსებსა და ლეიბლებს შორის უთანასწორობაზე ვისაუბროთ, დისკუსია დღეებსაც გასტანს, მაგრამ მისი ნაწილი ეს საკითხი ვერ იქნება".
რამდენიმე ინდიბენდის სოციალური მედიის მენეჯერის, ნელ კოქრეინის თქმით, ვირტუალური სივრცე ხელოვანებისთვის წინათაც დიდ შესაძლებლობას წარმოადგენდა, თუმცა, ბევრს, მხოლოდ "მუსიკის შექმნა და კონცერტებზე გამოსვლა" სურდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა, მაგალითად, ტეილორ სვიფტმა, თავისი კოლეგების დამოკიდებულებები შეცვალა.
"სოციალურ მედიაში ყოველთვის ნამდვილი უნდა იყო", — დასძენს კოქრეინი, — "არასდროს მსურდა, ყალბი გამოვჩენილიყავი. ხალხს სიყალბის ცნობა კილომეტრიდანაც შეუძლია".
ტიკტოკის აუდიტორია კი სიყალბეს ნამდვილად არ სწყალობს — ბევრ მომღერალს ანგარიშის გაუქმებაც მოუხდა, როცა მომხმარებლებმა "არაგულწრფელობაში" დასდეს ბრალი.
მომღერლებს, რომლებიც "გულწრფელობას" ამჯობინებენ, შეიძლება არც დასჭირდეთ სოციალური მედიის მენეჯერის დახმარება, თუმცა, ამ შემთხვევაში უწევთ, დამოუკიდებლად გადაიღონ და დაამონტაჟონ ვიდეო, რომელიც ვირუსულ ტიკტოკად უნდა იქცეს — რაც დამატებითი სამუშაოა.
და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მომღერალს სოციალური ქსელები დიდად არ მოსდის თვალში, აშკარაა, რამხელა გავლენა აქვთ ვირტუალურ სივრცეებს — განსაკუთრებით კი ტიკტოკს, მუსიკალურ ინდუსტრიაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სიმღერა ჩარტების ჰიტად სწორედ ტიკტოკის დამსახურებით იქცა.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები