საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულმა 10-მა სტიპენდიატმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო
საქართველოს ბანკის განცხადებით, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობასა და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებენ.
მათი თქმით, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა 4 წლის განმავლობაში 10 ნიჭიერ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსა სწავლა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.
საქართველოს ბანკის განცხადებით, წლებია ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან და სწორედ ამ მიზნით ახორციელებენ ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა: ფულბრაიტის, ჩივნინგის, Miami Ad School Europe-ის სასტიპენდიო პროგრამები.
"უკვე 4 წელია საქართველოს ბანკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 სტუდენტს სწავლას სრულად უფინანსებს. წელს კი სტიპენდიატებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ჩვენც მიგვიძღვის ჩვენი მოკრძალებული წვლილი ძალიან საინტერესო მიმართულებებით ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში, რომლებიც დარწმუნებული ვართ, ამ ცოდნას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებასა და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას მოახმარენ. გვინდა მივულოცოთ მათ ხარისხის მიღება და ვუსურვოთ წარმატებები კარიერულ გზაზე", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანის, ჰალილ გუვენის განცხადებით, წელს უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების განხორციელებაში.
"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 54% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები", — განაცხადა გუვენიმ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
უნივერსიტეტი 1897 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მის მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უმაღლესი განათლების შეთავაზება წარმოადგენს. 2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC),
აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში.
პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი
მსოფლიოდან. მისი სასწავლო პროგრამები 191 მიმართულებას მოიაზრებს.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 9 000 სტუდენტს აღემატება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები