ჯიმ კერიმ ტვიტერზე წყალტუბოს ფოტო გამოაქვეყნა

ფოტო: Getty Images / ryankoopmans
ცნობილმა მსახიობმა ჯიმ კერიმ ტვიტერზე დაწერა, რომ პირველი NFT შეიძინა — წყალტუბოს მიტოვებული სასტუმროს მიხედვით შექმნილი ნამუშევარი.
"ეს ნამუშევარი გაჩერებას მაიძულებს. როგორც ჯეიმზ ჯოისი ამბობს, ეს კარგია. მადლობა @ryankoopmans-ს ბუნების საუცხოო და უწყვეტი ხელახლა დაბადების დაფიქსირებისთვის. რომ იცოდეთ, ეს ჩემი პირველი NFT-ია", — წერს მსახიობი.
აღნიშნულ NFT-ს Devotion ჰქვია და იმ პროექტის ნაწილია, რომელიც საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის:
"საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო სამკურნალო წყლებითა და მდიდრული სანატორიუმით ცნობილი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო. 1940-1980 წლებში მას ათასობით ადამიანი, მათ შორის სტალინი და სხვა მაღალი თანამდებობის მოსკოველი პირები სტუმრობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობები მიატოვეს", — ვკითხულობთ NFT-ის აღწერაში.
პროექტის ავტორებმა მიტოვებული შენობები მუსიკის ფონზე, ყვავილებთან და მცენარეებთან ერთად "აამოძრავეს" და უკაცრიელ ადგილებს სიცოცხლე დაუბრუნეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები