როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები ჯონი დეპის სასამართლოში გამარჯვებას
ცოტა ხნის წინ სასამართლომ ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის გახმაურებელ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ნაფიც მსაჯულების განაჩენით, ჰერდმა ყოფილ ქმარს 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპ-ედში ცილი დასწამა. ამბავს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ცნობილი სახეებისგან.
1. შერონ ოსბორნი
ცნობილი ტელევარსკვლავისთვის განაჩენი მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ამას ნამდვილად არ მოველოდი", — განაცხადა ოსბორნმა პირს მორგანთან საუბრისას, — "ჯონის გამარჯვება მინდოდა, მაგრამ არ ველოდი".
2. ეშლი ბენსონი
ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა განაჩენის გამოტანიდან მალევე დეპის ფოტო ინსტაგრამზე გააზიარა, მოგვიანებით კი, ჯონის განცხადება "სთორიზეც" განათავსა.
3. ლორი ჰოლდენი
მსახიობი, რომელსაც მაყურებლები ყველაზე მეტად The Walking Dead-ში შესრულებული როლით იცნობენ, განაჩენს აღფრთოვანებული გამოეხმაურა.
"დღეს სამართალმა პური ჭამა", — დაწერა ჰოლდენმა ტვიტერზე, — "სასამართლოს განაჩენმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ძალადობას სქესი არ აქვს და მხოლოდ ფაქტებს აქვთ მნიშვნელობა".
4. ტელეწამყვანი მეგან მაქკეინი
ამერიკელმა ტელესახემ ტვიტერზე განაცხადა, რომ "#MeToo კამპანია მკვდარია".
5. მსახიობი გრეგ ელისი
ელისმა, რომელმაც კარიბის ზღვის მეკობრეებში დეპთან ერთად ითამაშა, სოციალურ მედიაში ჯონის მხარდაჭერა გამოუცხადა და თავის პოსტს მეკობრის დროშის ემოჯიც დაურთო. მან დეპის განცხადებაც გააზიარა და ცალკე ტვიტში აღნიშნა, რომ "სამართალმა გაიმარჯვა".
6. ნაომი კემპბელი
კემპბელმა განაჩენის გამოტანის შემდეგ დეპის დადებულ პოსტზე გულის ემოჯიები დააკომენტარა. მოდელმა ამ საქმეზე წინათაც გააკეთა განცხადება, როცა სასამართლოს წინაშე მისი მეგობარი ქეით მოსი წარდგა და ამბერ ჰერდის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ ჯონი დეპს იგი კიბიდან არასდროს დაუგორებია.
7. ემი შუმერი
კომიკოსმა და მსახიობმა განაჩენის გამოტანიდან ერთ საათში ფემინისტი აქტივისტის გლორია სტაინემის ციტატა გააზიარა, რითაც, დიდი ალბათობით, სწორედ ჯონი დეპის გამარჯვებას და ამბავზე ხალხის რეაქციას გამოეხმაურა.
"ნებისმიერმა ქალმა, ვინც სრულყოფილი ადამიანივით მოქცევას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ სხვები მას ბინძური ხუმრობასავით მოეპყრობიან. ამიტომ, მას დების დახმარება დასჭირდება".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები